Thursday, December 12, 2013
სტუმრად "112"-ში
2013 წლის 12 დეკემბერს სიქასორგანიზებით მოექყო რუსთავის სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საინფრომაციო ცენტრ 112-ში. მონაწილეთა შორის იყო ჩვენი კლუბის ორი წევრი.ვიზიტის დროს გავეცანით საინფორმაციო სამსახურის სერვისებს და მუშაობის პროცესებს.ვიზიტის დროს დელეგაციის თიოთოეულ წევრს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.
ჯგუფური მუშაობა ახალგაზრდული ინიციატივები
კლუბი "მოდერნი"-ს წევრები აქტიურად იყენებენ საგაკვეთილო პროექტში ჯგუფური მუშაობის მეთოდებს. 4-5 დეკემბერს სამოქალაქო განათლების გაკვეთლების გავეთილზე ახალგაზრდებმა ჯგუფების მიხედვით შექმნეს პლაკატები მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ თემაზე.შედეგად შეიქმნა პლაკატები "ფერადი პლანეტები" "დროის სარკე" "სკამფრენი" რომლის პრეზენტაციითაც წარსდგნენ მოსწავლეები თანატოლთა წინაშე.
რა? სად? როდის?
5-10 დეკემბერს ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი "რა? სად? როდის?" მე-9, მე-10, და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, გამოვლიდნენ საუკეთესო მოაზროვნეები რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას საქალაქო ტურნირში რა? სად? როდის?.
Tuesday, December 3, 2013
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე რუსთავში
რუსთავში 1 დეკემბერს გაიმართა ღია აქცია რომელიც ეძღვნებოდა
შიდსთან ბრძოლის დღეს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის არასამთავრობო
სექტორის პოტენციალის გაძლიერება ჰანსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებსა და ახალგაზრდებში აივ კონსულტირებისა და ტესტებისათვის
ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება
ბემონთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად.
აქცია სიქას ოფისიდან მსვლელობით დაიწყო.მსვლელობაში მონაწილეობას სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები და სამოქალაქო კლუბის წევრები იღებდნენ, მონაწილეები მსვლელობის დროს არიგებნენ შიდსის სიმბოლოს წითელ ლენტებს,საიფორმაციო ბროშურებს და სტიკერებს.
მსვლელობა დასრულდა რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედანზე, სადაც მონაწილეებმა მოაწყვეს გამოფენა მათ მიერ დახატული პლაკატების რომლების აივთან დაკავშირებული სტიგმის თემაზე იყო ამ აქციაში როგორც სხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის ბავშვები ასევე ჩვენი კლუბის წევრებიც იყვნენ ჩართულები. მონაწილეებმა მერიის წინ ფლეშ-მობით გამოსახეს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო-ლენტი.პარალელურ რეჟიმში სიქას ოფისში, მეგობრობის ქუჩა #12-ში მიმდინარეობდატესტირების პროცესი. ტესტირება მოიცავს მარტივი სისხლის ანალიზის პროცესს, რომელიც უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად ტარდება. ტესტი არის უფასო და 20 წუთის განმავლობაში ატყობინებს თავის აივ/სტატუსის შესახებ ტესტის ჩატარებისმსურველს.
ტესტირებების ჩატარება გაგრძელდება 8 თვის მანძილზე ყოველ სამშაბათს დაოთხშაბათს სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ღონისძიება მერიის წინ მოედანზე მანათობელი ფრანების გაშვებით დასრულდა,აქციის მონაწილეებმა ფრანების გაშვებით კიდევ ერთხელ გაამახვილეს მოსახლეობის ყურადღება შიდსთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემაზე. გამართულ აქციაში რუსთავის მოსახლეობაც შემოურთდა სიქა-ს მოხალისეებს.რუსთავის საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო აქციის მშვიდობიანი მიმდინარეობა.
აქცია სიქას ოფისიდან მსვლელობით დაიწყო.მსვლელობაში მონაწილეობას სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები და სამოქალაქო კლუბის წევრები იღებდნენ, მონაწილეები მსვლელობის დროს არიგებნენ შიდსის სიმბოლოს წითელ ლენტებს,საიფორმაციო ბროშურებს და სტიკერებს.
მსვლელობა დასრულდა რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედანზე, სადაც მონაწილეებმა მოაწყვეს გამოფენა მათ მიერ დახატული პლაკატების რომლების აივთან დაკავშირებული სტიგმის თემაზე იყო ამ აქციაში როგორც სხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის ბავშვები ასევე ჩვენი კლუბის წევრებიც იყვნენ ჩართულები. მონაწილეებმა მერიის წინ ფლეშ-მობით გამოსახეს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო-ლენტი.პარალელურ რეჟიმში სიქას ოფისში, მეგობრობის ქუჩა #12-ში მიმდინარეობდატესტირების პროცესი. ტესტირება მოიცავს მარტივი სისხლის ანალიზის პროცესს, რომელიც უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად ტარდება. ტესტი არის უფასო და 20 წუთის განმავლობაში ატყობინებს თავის აივ/სტატუსის შესახებ ტესტის ჩატარებისმსურველს.
ტესტირებების ჩატარება გაგრძელდება 8 თვის მანძილზე ყოველ სამშაბათს დაოთხშაბათს სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ღონისძიება მერიის წინ მოედანზე მანათობელი ფრანების გაშვებით დასრულდა,აქციის მონაწილეებმა ფრანების გაშვებით კიდევ ერთხელ გაამახვილეს მოსახლეობის ყურადღება შიდსთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემაზე. გამართულ აქციაში რუსთავის მოსახლეობაც შემოურთდა სიქა-ს მოხალისეებს.რუსთავის საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო აქციის მშვიდობიანი მიმდინარეობა.
Wednesday, November 27, 2013
მეგობრული გზები
25 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით, გაიმართა პროექტის "მეგობრული გზები" პრეზენტაცია. პრეზენტაციას ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია უძღვებოდა.პროექტი „მეგობრული გზები“ ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.).რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა უკვე მრავალი ღონისძიება გამართეს რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა უკვე მოსწავლეთა თხოვნით ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" რუსთაველ აქტიურ მოსწავლეებს შესთავაზა გზებზე უსაფრთხო მოძრაობის შესახებ ტრენინგის გავლა, ამ ტრენინგის შემდეგ კი მათ მიეცემათ საშუალება შეძენილი ცოდნა გაუზიარონ თანატოლებსა და ტემის წევრებს
Monday, November 25, 2013
გაამწვანების აქცია ლეონიძის სკვერში
რუსთავის მერის ინიციატივითა და საპატრიაქროს ფონდის – „გაამწვანე საქართველოს” მხარდაჭერით, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში 22 ნოემბერს ჩატარდა მასშტაბური აქციააღნიშნული აქციის ფარგლებშიც სკვერის ტერიტორიაზე 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დაირგო. რუსთავის მერია სრულიად საქართველის პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქვეყნის გამწვანებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესების ინიციატივას შეუერთდა. გამწვანების ღონისძიებაში, რომელიც რუსთავის თვითმმართველობის, საპატრულო პოლიციის, სპორტსმენების, სტუდენტების, მოსწავლეებისა და რიგითი რუსთაველების მონაწილეობით გაიმართა, მინისტრები, პარლამენტარები და სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ.ამ აქციაში რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად ჩვენი კლუბის წევრებიც ჩაერთნენ.
Monday, November 18, 2013
ავტო-კატასტროფაში დაღუპულთა საერთაშორისო დღე რუსთავში
17 ნოემბერს, სიქა-ს ორგანიზებით, რუსთავის შვიდი სამოქალაქო კლუბის 30-მა წევრმა ავტო-კატასტროფებში დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ანიშნა. ამ აქციაში აქტიურად მონაწილეობნენ ჩვენი კლუბის წევრებიც.ღონისძიების მეორე ნაწილში, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა საინფორმაციო პლაკატებით მოეწყვეს ქუჩაში მსვლელობა. ღონისძიების მონაწილე თემის წევრებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დროული და აქტუალურია, ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, მოსახლეობას შევახსენოთ საგზაო შემთხვევების რისკების შესახებ, მოვუწოდოთ მოქალაქეებს დაიცვან მეტი სიფრთხილე გზებზე ქვეითად თუ ავტომანქანით მოძრაობის დროს. მოსწავლეებმა თემში ასევე გაავრცელეს მოძრაობა „საჭესთან ფხიზლად“ მიერ მომზადებული სტიკერები.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და შესთავაზა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყოველწლიურად ნოემბრის მესამე კვირას პატივი მიაგონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნას და უთანაგრძნონ მათ ოჯახებს.
ქ. რუსთავში ორგანიზებულ ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები ქალაქის რუსთავის #1, #2, #9, #11,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.
Thursday, November 14, 2013
ვიზიტი ქ. რუსთავის მერის მოადგილესთან
7 ნოემბერს
რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს რუსთავის მერიის
სათათბირო დარბაზში მერის პირველმა მოადგილემ გიგი ტაბატაძემ უმასპინძლა.ამ შეხვედრაზე ჩვენი კლუბის აქტიური წევრებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავში ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი იყო.შეხვედრას რუსთავის 12 სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 წევრი დაესწრო.
ვიზიტი
ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH
International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის
რეგიონში.
მზადება მხიარული სტარტებისთვის
11-13 ნოემბერს კლუბის წევრები ვიკრიბებით სამოქალაქო კლუბის ოთახში ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიძღვნილი აქტივობის დასაგეგმად.კლუბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები ახალი წევრები მე-9 კლასის მოსწავლეები.
Monday, October 21, 2013
"Focus Green"
12-19 ოქტომბერს ქართული დელეგაცია, სიქას ახალგაზრდული ლიდერების ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდულ პროექტში "Focus Green".პროექტი განხორციელდა პროგრამა "Youth in Action" -ახალგაზრდები მოქმედებაში ფარგლებში. პროექტში მონაწილეობას იღებდა 32 ახალგაზრდა ოთხი ევროპული ქვეყნიდან-დანია,ლიტვა,სომხეთი,საქართველო.დელეგაციის შემადგენლობაში კლუბ მოდერნის ორი წევრი იღებდა მონაწილეობას.პროექტის ფარლებში დაგეგმილი იყო გასვლითი ლაშქრობები წახანძორში.პოექტის მთავარი თემა იყო გარემოს დაცვა. პროექტში ჩართული მხარეები მომავალშიც გეგმავევენ ერთობლივი პოექტის დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, ამა შეხვედრაში მონაწილეობას ჩვენი კლუბის წევრებიც იღებდნენ
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი
Tuesday, October 1, 2013
მსოფლიო გულის დღე
28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან (სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა), ქართველ. ევროპელ EVS და ამერიკელ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად,მოაწყო აქცია "მსოფლიო გულის დღე" რომელიც პირველად ჩატარდა ქ.რუსთავში.აქციას მხარს უჭერდნენ ქ.რუსთავის მერია და საპატრულო პოლიცია.მოეწყო მარათონი სირბილში, როლიკებითა და ველოსიპედებით რბოლაში.მარათონის დასრულების შემდეგ მერიის წინ მდებარე მოედანზე მოეწყო პოსტერების გამოფენა ჯანსაღი გულის თემასთან დაკავშირებით. პოსტერები დამზადებული იყო სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ.გამოვლინდა მაყურებელთა რჩეული პოსტერი.მარათონსა და პოსტერებში გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო ფასიანი პრიზები.კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა სკოლებთან ერთად ჩვენმა სკოლამაც მიიღო.მონაწილეობა მივიღეთ პოსტერების კონკურსში.
Tuesday, June 18, 2013
საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
18 ივნისს რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლაში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო განათლების კლუბის „მოდერნი“ საგრანტო
პროექტის „წინ აქტიური მოქალაქეობისაკენ“ შემაჯამებელი
ღონისძიება.
შეხვედრას დაესწრნენ: სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების
ქართული ასოაციის წარმომადგენლები, ქ. რუსთავის სამოქალქო განათლების კლუბების წევრები,
ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები, „რუსთავის ახალგაზრდული
ცენტრის“ ხელმძღვანელი.
სამოქალაქო კლუბ „მოდერნის“ წევრებმა და საგრანტო პროექტის
ავტორმა მარიამ ყოლბაიამ გააკეთა კლუბის მუშაობის პრეზენტაცია და მიმოიხილა პროექტის
მიმდინარეობის ეტაპები.
საგრანტო პროექტის ფარგლებში
კლუბის წევრებმა გამოკითხეს თემის წევრები თემში არსებული პრობლემების რანჟირებისათვის, ასევე დააფიქსირეს მოსახლეობის აზრი „აქტიური მოქალაქეობის შესახებ“, ჩაატარეს სანქცირებული აქცია ქალაქის ცენტრში, სადაც მათ შემოუერთად ქალაქის სხვა სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. დაიბეჭდა და თემში დარიგდა ფლაერები აქტიური მოქალაქეობის, მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
Sunday, June 16, 2013
შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან სოფო ხუციშვილთან
07.06.2013 წელი. პროექტ "წინ აქტიური მოქალაქეობისკენ" ფარგლებში კლუბის წევრებმა განახორციელეს შეხვედრა ქ.რუსთავის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფო ხუციშვილთან. შეხვედრაზე მოხდა წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია. გამოკითხვა ჩატარდა თემის პრობლემების კვლევაზე და იმაზე თუ რას ნიშნავს აქტიური მოქალაქეობა. პრეზენტაციას მოჰყვა დისკუსია კლუბის წევრებსა და მოწვეულ სტუმარს შორის.
Saturday, June 15, 2013
აქცია-მსვლელობა "წინ აქტიური მოქალაქეობისკენ"
04.06.2013 წელს სამოქალაქო კლუბის პროექტ "წინ აქტიური მოქალაქეობისკენ" ფარგლებში ჩატარდა სანქცირებული აქცია სახელწოდებით ვიყოთ აქტიური მოქალაქეები.აქციას შემოუერთდა ქ.რუსთავის მე-20,მე-10, მე-7, მე-6, მე-17, სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები და მეურვეები.აქციაზე გავრცელდა ფლაერები,რომელიც ასევე პროექტის ფარგლებში იქნა დაბეჭდილი.აქციას თან ახლდა მსვლელობა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიამდე. მსვლელობის დროს კლუბის წევრები ავრცელებდნენ ფლაერებს და მოუწოდებდნენ მოსახლეობას ყოფილიყვნენ აქტიურები.
Friday, May 24, 2013
შეხვედრა ბატონ გიორგი მოსიძესთან
2013 წლის 15 მაისს კლუბი "მოდერნის" წევრები შეხვდენ "რა სად როდის" ავტორს გიორგი მოსიძეს.შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ არაერთხელ გააჟღერა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სწავლით და დაუზარელი შრომით შესაძლებელია საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, წარმატების მიღწევა საქმიანობებში.
Tuesday, April 9, 2013
სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი სსიპ რუსთავის #1 საჯარო სკოლაში
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 4
აპრილს ღია გაკვეთილი IXკლასში ჩაატარა რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახ.#1
საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ელენე ნარიმანიძემ.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო განათლების
პედაგოგთა ფორუმის თორმეტი წევრი, კერძოდ რუსთავის, გარდაბნისა და
ბოლნისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ქვემო ქართლში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ხელმძღვანელი ლიანა ღუღუნიშვილი
და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციიდან ქვემო ქართლში - სიქას
წარმომადგენელი. საგაკვეთილო ფორმად შერჩეული იქნა შემაჯამებელი მუშაობა,
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოდან:
,,როგორ გავხდეთ აქტიური მოქალაქე". დამსწრე საზოგადოების გამოთქმული
კომენტარების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებმა საგნის მიმართ
მაღალი ინტერესი და პოზიტიური დამოკიდებულება გამოამჟღავნეს.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგსა და მოსწავლეებს პროგრამის ფარგლებში გადაეცათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგსა და მოსწავლეებს პროგრამის ფარგლებში გადაეცათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
Sunday, March 10, 2013
საგრანტო პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი დაიწყო
Sunday, February 24, 2013
Friday, January 4, 2013
იმიტირებული სასამართლოს ტურნირის ფინალური შეხვედრა
.22 დეკემბერს რუსთავის სასამართლოში
იმიტირებული სასამართლოს ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ
რუსთავის #1 და #13 სკოლების გუნდები.
იმიტირებული სასამართლოს ტურნირი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა,
რომელსაც ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლა ახორციელებს. ტურნირში მონაწილეობა
მიიღო რუსთავის რვა საჯარო სკოლის გუნდმა. ჩვენი სკოლის გუნდი ფინალში გავიდა, თუმცა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება
წილად ხვდა რუსთავის #13 სკოლის გუდს.
გუნდებს სასამართო კაზუსების დამუშავებაში დახმარებას გვიწევდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ფილიალი და საადვოკატი ბიურო "ფოჩხუა და კომპანია"
მართალია ფინალში საბოლოო გამარჯვება ჟიურიმ ჩვენი სკოლის გუნდს არ მიანიჭა, მაგრამ ამ ტურნირში მონაწილეობამ ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება შეგვძინა.
გუნდებს სასამართო კაზუსების დამუშავებაში დახმარებას გვიწევდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ფილიალი და საადვოკატი ბიურო "ფოჩხუა და კომპანია"
მართალია ფინალში საბოლოო გამარჯვება ჟიურიმ ჩვენი სკოლის გუნდს არ მიანიჭა, მაგრამ ამ ტურნირში მონაწილეობამ ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება შეგვძინა.
სემინარი "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე"
სკოლის სამოქალაქო კლუბმა "მოდერნი" მონაწილეობა მივიღეთ პროექტის "მაჩუქე ღიმილი" განხორციელებაში, პროექტის მიზანი შშმ ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პროექტის იდეის ავტორი და განმხორციელებელი ჩვენი ხელოვნების მასწავლებელი თამარ ცაგურიაა.
ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანა ჭიღლაძემ ჩაგვიტარა სემინარი - დისკუსია "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე". სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს :
1. შეზღუდული უნარების მქონდე ადამიანების ინტეგრაცია;
2. არაადაპტირებული გარემო;
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური გააქტიურება.
სემინარს ესწრებოდნენ სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები.
ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანა ჭიღლაძემ ჩაგვიტარა სემინარი - დისკუსია "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე". სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს :
1. შეზღუდული უნარების მქონდე ადამიანების ინტეგრაცია;
2. არაადაპტირებული გარემო;
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური გააქტიურება.
სემინარს ესწრებოდნენ სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები.
Subscribe to:
Posts (Atom)