Sunday, March 30, 2014

ვიქტორინა პროექტ "მე, შენ, ჩვენის" ფარგლებში

26 მარტს პროექტ “მე,შენ,ჩვენ”-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებიდან ჩატარდა ერთ-ერთი, კონკრეტულად კი ვიქტორინა,რომელიც შეეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს.ვიქტორინაშ მონაწილეობას 9 მოსწავლე იღებდა ესენი იყვნენ მე-20 სკოლის მოსწავლეები და #1 სკოლის კლუბ "მოდერნის" წევრები.დასმულიქნა 15 შეკითხვა და 1 ადგილზე გავიდნენ ჩვენი სკოლის კლუბ "მოდერნის" წევრები მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალურად ამ პროექტისთვის დაბეჭდილი მაისურები, ხოლო წიგნებსა და სერთიფიკატებს კი  მიიღებენ აპრილში,შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს კლუბის წევრები მედიცინის დოქტორებს და მეცნიერებს შეხვდნენ

24 მარტს, ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები ექსპერტებს  შეხვდნენ.  მოწვეული სტუმრები იყვნენ  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორიპროფესორი -ნანა ცხაკაია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომლებითეონა თოდუამაია ბერუჩაშვილი.
შეხვედრის პირველ ნაწილი ტუბერკულიოზის აღმოჩენისა და გავრცელების ისტორიის განხილვას დაეთმო.მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაშია დაავადება საშიში, რას უნდა ერიდონ  საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. რა არის დაავადების პირველი ნიშნები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და კლუბის წევრებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.აღნიშნულ შეხვედრაზე სტუმრად კლუბ "მოდერნის" აქტიური წევრებიც იმყოფებოდნ.შეხვედრა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით დასრულდა, რომლის მთავარი სათქმელი იყო,  თუ რა მნიშვნელობა აქვს დაავადების დასაწყისშივე აღმოჩენას და დროულ მკურნალობას.შეხვედრა USAID-ის ოფისში გაიმართა და მას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების  30-მდე წევრი დაესწრო.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს

სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა რუსთავის ქუჩებში აქტივობა გამართეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს.  დაგეგმილ აქტივობაში აქტიურ მონაწილეობას კლუბ "მოდერნის" წევრებიც იღებდნე.სამოქალაქო კლუბის წევრებმა პოსტერებითა და პლაკატებით სიმბოლურად გადაკვეთეს „ზებრა“ გადასასვლელი და მძღოლებს მოუწოდეს, რომ შეანელონ სვლა და გადასასვლელზე გზა დაუთმონ ფეხით მოსიარულეებს.
მონაწილეებმა თემში დაარიგეს ფლაერები, რითაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გზის გადაკვეთის დროს „ზებრა“ გადასასვლელით უნდა ისარგებლონ.
აღნიშნული აქტივობა ლეონიძისა და მესხიშვილი ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო, სადაც სამოქალაქო კლუბებმა განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიდგა 9 საგზაო ნიშანი, გაკეთდა წრიული და დაიხაზა ფეხითგადასასვლელი ე.წ. „ზებრა“.
პროექტი რუსთავის მერიისა და საგზაო საპატრულო პოლიციის თანადგომით განხორციელდა.
აღნიშნულ აქტივობას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 30-მდე მოსწავლე შეუერთდა.

შეხვედრა ქალბატონ თამარ გურჩიანთან

21 თებერვალს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით შედგა სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა იურისტ თამარ გურჩიანთან, სამოქალაქო კლუბის წევრებში დიდი დაინტერესება გამოიწვია მისმა საქმიანობამ, იყო კითხვები ქართულ-რუსული კონფლიქტის შესახებ.შეხვედრას  დაესწრო რუსთავის #1, #2, #9, #11, #12, #17 და #23 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 20 წევრი. მათ შორის კლუბ "მოდერნის" წევრებიც იმყოფებოდნენ

ტრენინგი "როგორ გადავიღოთ ვიდეო"

21 თებერვალს სიქას ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". ტრენინგს უძღვებოდნენ წარმატებული ბლოგერები, ბლოგერების კონკურსში გამარჯვებული ქეთი შოშიაშვილი და ქეთი ეპიტაშვილი. ტრენინგს ისევე როგორც რუსთავის სხვა საჯარო სკოლების #4, #15 და #17  სამოქალაქო კლუბების წევრები  ასევე ესწრებოდნენ ჩვენი კლუბის წევრებიც.ქეთი შოშიაშვილმა თანატოლებს გაუზიარა სოც.მედიის ბანაკში მიღებული გამოცდილება. მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოკამერით მუშაობა, კადრების სწორად შერჩევა ვიდეოს გადაღების პროცესში, თუ როგორ მოახდინონ ვიდეოს დისტრიბუცია და ასევე გაეცვნენ ვიდეო ადვოკატირებით პრობლემის მოგვარების გზებს.

ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებაც და მათ 4 კადრში გადმოსცეს სხვადასხვა თემა თუ პრობლემა.
ტრენინგი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 
სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.

სოც.მედიის ტრენინგები რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

14 და 19 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო სოც.მედიის ტრენინგები რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის, რომელზეც მოსწავლეები გაეცვნენ ვიდეოს დამუშავებას პროგრამა Movie Maker-ში და ვიდეოს ატვირთვას პორტალზე Youtube. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ კლუბის აქტივობების გაშუქებისას. ტრენინგს ესწრებოდნენ ასევე ჩვენი კლუბ "მოდერნის" 2 წევრიც ესწრებოდა.ტრენინგის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცემული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო  "ვიდეო ადვოკატირება".
ტრენინგს დაესწრო რუსთავის #1, #2, #9, #17,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების 12 მონაწილე.

გრანტის გაცემა პროექტისთვის

7 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები და მათ შორის ჩვენი კლუბის ორი წვრი რომლებიც იმყოფებოდნენ "სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგზრდულ ბანაკში" ,შეხვდნენ ქალაქის მერს დავით ჯიქიას მოსწავლეებმა ქალაქის მერს გააცვნეს სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შექმნილი პროექტი, რომელიც რუსთავის ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე დაიდგმება საგზაო ნიშნები, მოეწყობა "წრიული" და დაიხაზება ორი "ზებრა" გადასასვლელი. პროექტისათვის გრანტი გაიცა USAID-ის მიერ დაფინანსებული "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს PH International, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში. მოსწავლეთა მიერ ინიცირებული და ქალაქის თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაარეგულირებს ქ. რუსთავის ამ რთულ მონაკვეთში ფეხითმოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" 2013 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებში შესრულებული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება

29 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის #6 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქვემო ქართლში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" 2013 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებში შესრულებლი აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება.ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოს შესახებ მათ შორის კი ჩვენი კლუბის წევრებიც ომყოფებოდნენ.მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა და PH International-ის გრანტების მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა დადებითად შეაფასეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შესრულებული სამუშაოები.

შემუშავებულ პროექტებზე მუშაობა

სამოქალაქო განათლების ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის დასრულების შემდეგ რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბანაკში შემუშავებულ პროექტზე მუშაობა დაიწყეს.პროექტი ეხაბა რუსთავის, მე-12 მკრ-ნის მიმდებარე ტერიტორიაზე წრიულისა და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის გაკეთებას. გუნდმა თავდაპირველად მიიღო თანხმობა ქალაქის თვითმმართველობისგან და ამის შემდგომ მერიამ დააკავშირა გუნდის წევრები კომპანიასთან რომელიც უშუალოდ შეასრულებდა ამ სამუშაოს.დაგეგმეს შეხვედრის დრო, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები და მოსწავლეები ერთად  შესწავლიან ტერიტორიას და შეადგენენ ნახაზს.მოლაპარაკების შემდეგ ჯგუფის წევრები 21 იანვარს სიქას ოფისში შეიკრიბნენ, იმსჯელეს შესასრულებელ სამუშაოებზე და გადაინაწილეს მოვალეობები.

"სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკი"

15-19 იანვარს სიქას მიერ ორგანიზებულ "სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკში" მონაწილეობა მიიღეს ჩენი სკოლის სამოქალაქო კლუბ "მოდერნის" წევრებმა თამარ კანკავამ და ელენე ბიგანაშვილმა. ბანაკი ხორციელდებოდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლბში ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს USAID, ახორციელებს PH International, ბანაკი მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში და მონაწილეობას იღებდნენ  ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის 24 სკოლა, მათ შორის 12 ქართული და 12 აზერბაიჯანული სკოლები. თითოეული სკოლიდან 3-3 წარმომადგენელს.მათ ბანაკის განმავლობაში ჩაუტარდათ ტრენინგები ინტერკულტურული სწავლების, სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.