Wednesday, December 26, 2012

სტუმრად იუსტიციის სახლში


2012 წლის 18 დეკემბერს მე-9 მე-10 და მე-12 კლასელები იმყოფებოდნენ თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ მათ მუშაობის პროცესს და ფუნქციებს.დაათვალიერეს სივრცე და მიიღეს საჭირო ინფორმაცია იუსტიციის სახლის საქმიანობის შესახებ. ადგილზე ჩასულ მოსწავლეეს შეხვდა და გააცნო იუსტიციის სახლი ნათია ლატარიამ.

Saturday, December 15, 2012

იმიტირებული სასამართლოს მეორე ტურში მორიგი გამარჯვება მოვიპოვეთ

საგრანტო პროექტის "კანონი დღეს" ფარგლებში მიმდინარე იმიტირებული სასამართლოს მეორე ტურში ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისაგანა დაკომპლექტებული გუნდი შეხვდა ქ. რუსთავის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს.
ჩვენმა გუნდმა კვლავ სძლია მეტოქეს და ფინალში გავიდა, სადაც შევხვდებით რუსთავის #13 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის გუნდს.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ დახმარებისა და თანადგომისათვის ჩვენი კლუბის მეურვეს - ელენე ნარიმანიძეს, იურიდიული მომსახურეობის ბიუროს "ფოჩხუა და კომპანია", საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ოფისის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა პროექტის ავტორს - რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეს  ირინა მელქაძე-გელაშვილს.

პოსტერი 2013 წლის კალენდარისათვის

რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი საგრანტო პროექტ "კანონი დღეს" ფარგლებში აგროვებს პოსტერესებს ადამიანის უფლებების შესახებ 2013 წლის კალენდარზე განსათავსებლად.

ჩვენი კლუბი "მოდერნიც" აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, კლუბის წევრებმა მოვამზადეთ პოსტერი კალენდარისათვის. იმედია ჩვენი პოსტერიც განთავსდება კალენდარში და მას მრავალი სამოქალაქო კლუბისა და თემის წევრები იხილავენ.

სამოქალაქო კლუბ "მოდერნის" წევრები მორიგი იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის ემზადებიან

როგორც იცით, ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ჩართულნი არიან ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლის საგრნატო პროექტის "კანონი დღეს" განხორციელებაში. ჩვენმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა იმიტირებული სასამართლოს პირველ ტურში. გუნდის წევრები იურიდიული ფირმა "ფოჩხუა და კომპანიას" დახმარებითა და კონსულტაციებით აქტიურად ემზადება მეორე ტურისათვის. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს!

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

2012 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააქტო დარბაზში, მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს, სასკოლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობას. მოსწავლეებმა ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს და იმ წარმატებებზე ისაუბრეს, რომელსაც განხორციელებული პროექტების შედეგად მიაღწიეს. ამავე შეხვედრაზე საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის წარმომადგენლებმა სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლზეც ისაუბრეს და გარკვეული რეკომენდაციებიც წარმოადგინეს.
შეხვედრაზე რუსთავის #18 საჯარო სკოლამ გააკეთა გააკეთა მათ მიერ განხორციელებული წარმატებული საგრანტო პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც სკოლაში მოეწყო რადიოკვანძი.
ვულოცავთ თანამოქალაქეების სამოქალაქო კლუბს ამ წარმატებას.

Sunday, December 9, 2012

http://initiatives.ge/

დაიწყო საგრანტო პროექტების კონკურსი.დედალაინი 2013 წლის 8 იანვარსაა. სამოქალქო კლუბის წევრები ვფიქრობთ საგრანტო პროექტის იდეაზე. დრო ცოტა დარჩა


ჩვენი სამოქალაქო კლუბი მონაწილეობას იღებს რუსთავის #12 სკოლის საგრანტო პროექტში "კანონი დღეს.
ქ.რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2012 წლის 5 დეკემბერს პროექტის ფარგლებში შედგა იმიტირებული სასამართლოს პირველი ტურის მეორე ნაწილის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ:
#1 სკოლის გუნდი - #7 სკოლის გუნდი
#2 სკოლის გუნდი - #28 სკოლის გუნდი

სხდომას მოსამართლეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, საიას სტაჟიორი შორენა ცინცაძე

გამარჯვებულება ამ ჯერად წილად ხვდა #1 და #2 სკოლების გუნდებს. სწორედ ეს სკოლები შეერკინებიან მოერე ტურში ერთმანეთს ახალი პოზიციებითა და ახალი სასამართლო დავით!


 ვულოცავთ ჩვენს გუნდს მორიგ გამარჯვებს და სურვებთ წარმატებებს!

Thursday, November 22, 2012

სუფთა გარემო

კლუბ "მოდერნის"  წევრებმა გაუკეთეს ორგანიზება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას.აღნიშნულ აქტივობაში კლუბის წევრების გარდა მონაწილეობას ღებულობდა 5-11 კლასის მოსწავლეები.აქტივობის სახელწოდება იყო "სუფთა გარემო". მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა ნაგვის შეგროვება და გატანა.

Wednesday, November 21, 2012

სტუმრად სასამართლოში

15 ნოემბერს კლუბ "მოდერნის" წევრებს გვქონდა ვიზიტი რუსთავის სასამართლოში რათა უკეთესად გავცნობოდით სასამართლო პროცესს. ვნახეთ სხდომათა დარბაზები შევხვდით სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ მამუკა ახვლედიანს შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში ბატონმა მამუკამ უფლება მოგვცა დავესწროთ სასამართლო პროცესს სადაც მივიღებთ სამომავლო გამოცდილებას.ჩვენ არ მოგვეპოვება ფოტომასალა იმის გამო რომ სასამართლოში აკრძალული იყო სურათების გადაღება!

Wednesday, November 7, 2012

ქვემო ქართლისა და აჭარის სასკოლო სამოქალაქო კლუბების დამეგობრება

2 ნოემბერს კლუბის წევრები დავესწარით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას, რომელზეც რუსთავისა და ბათუმის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს შორის მოეწერა ხელი დამეგობრების მემორანდუმს.ორი ქალაქის აქტიური კლუბები დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, დაგეგმეს ერთობლივი აქტივობები.ჩვენც სურვილი გაგვიჩნდა ვიყოთ აქტიურები და დავუმეგობრდეთ რომელიმე  ქალაქის აქტიურ კლუბს.

Sunday, October 28, 2012

წიგნების რესტავრაცია

27 ოქტომბერს კლუბ "მოდერნის" წვრებმა სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნებს ჩაუტარეს რესტავრაცია.ამ აქტივობაში კლუბის 5 წევრი და მეურვე იღებდა მონაწილეობას.რესტავრირებულ წიგნებს აქტიურად გამოიყენებენ სკოლის მოსწავლეები.

სტაჟირების პროგრამა

კლუბ "მოდერნის" წევრი მარი ყოლბაია პროგრამის ფარგლებში გადის სტაჟირებას პარტნიორ ორგანიზაცია სიქა-ში. მარი კლუბ "სიქა - მოგზაურის" ლიდერებს ეხმარება საკლუბო მუშაობის დაგეგმვა-განხორციელებაშ, ამზადებს პრეზენტაციებს საკლუბო შეხვედრებისათვის.

ტრენინგი საკლუბო მუშაობის შესახებ

ჩვენი კლუბის წევრები დაესწრნენ ტრენინგს საკლუბო მუშაობაში „სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს“ გამოყენებით. რომელსაც დაესწრო რუსთავის #1, #2, #9 და #12 საჯარო სკოლების კლუბების 14 წევრი. ტრენინგს უძღვებოდა სიქა-ს ტრენერი ნინი ვარდიაშვილი. ტრენინგის შემდგომ მონაწილეები დარწმუნდნენ კლუბის სტრუქტურული მუშაობის აუცილებლობაში და აუმაღლდათ მოტივაცია. დასახელდა უახლოესი გეგმები და ჩასატარებელი ღონისძიებები. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიგეს პროგრამის ყველა მიმართულების შესახებ.
კლუბებს დაურიგდათ წლის შემაჯამებელი გამოცემა და საკლუბო ოთახის სტიკერები.

ტრენინგი "აქტიური მოქალაქე"

ქ. რუსთავის #1,#14 და #16 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები „აქტიური მოქალაქე“. ტრენერი - ნათია მჟავანაძე, "მზიანი სახლი".
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო კლუბების წევრებსათვის არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით მიგვეწოდებინა ინფორმაცია აქტიური მოქალაქეობისა და სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების გზების შესახებ, კერძოდ როგორ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდეები საკლუბო პროექტების სახით და გაეზიარებინათ ინფორმაცია კლუბის წევრებისათვის.
ტრენინგის მონაწილეების საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგი შინაარსობრივად ორ ძირითად ელემენტზე იყო კონცენტრირებული _ 1) აქტიური მოქალაქეობის არსი და მნიშვნელობა; 2) სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობის ფორმები.
1) აქტიური მოქალაქეობის არსი და მნიშვნელობა მოიცავდა ისეთ თემებზე მუშაობას, როგორიცაა: აქტიური მოქალაქეობა, მონაწილეობის ფორმები და ეტაპები (მონაწილეობის კიბე), მონაწილეობისა და არმონაწილეობის მიზეზები და მოტივები, მონაწილეობის წინაპირობები.
2) სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ფორმები უფრო პრაქტიკულ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებს მიეღოთ როგორც შედარებით თეორიული ინფორმაცია ასევე ჰქონოდათ საშუალება მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება და დაეგეგმათ საკლუბო აქტივობა. პრაქტიკული მუშაობა დაიწყო თემის საჭირობებების კვლევით, რის შედეგადაც ჯგუფებმა განსაზღვრეს მათთვის პრიორიტეტული პრობლემა, ისწავლეს და თავად დაწერეს საკლუბო აქტივობის მიზანი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრისკენ იქნებოდა მიმართული; მიიღეს ინფორმაცია საკლუბო პროექტის დაგეგმვის ეტაპების შესახებ, ადვოკატირების არსის, მისი დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეს საკლუბო აქტივობის ტიპი – საკლუბო პროექტი თუ ადვოკატირების კამპანია, რომელიც პრობლემიდან და მიზნიდან გამომდინარე ყველაზე უკეთ მისცემდა მათ საშუალებას მიეღწიათ დასახული მიზანისათვის.
ორ დღიანი ტრენინგის შედეგად სამოქალაქო კლუბების წევრებმა არამარტო თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების დასახვეწად თავად დაგეგმეს საკლუბო აქტივობა.

ვიზიტი საჯარო დაწესებულებაში

12 ივნისს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის მოეწყო ვიზიტი  პრეზიდენტის სასახლეში,რომელშიც ქვემოქართლის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ჩვენი კლუბის 2 წევრი: ნინო ნიჟარაძე და მარი ყოლბაია.ვიზიტი მონაწილეებისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, პრეზიდენტის სასახლის გიდის დახმარებით მონაწილეებმა დაათვალიერეს სასახლის სამივე სართული, კერძოდ: პრეზიდენტის საჩუქრების (სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირების მიერ ნაჩუქარი სამახსოვრო ნივთები) ოთახი, გაეცვნენ მე-11 საუკუნის უნიკალური მოოქროვილი ბიბლიის ისტორიას, რომელიც სრულიად საქართველოს პატრიარქმა უნეტარესმა და უწმინდესმა ილია II-მ უსახსოვრა პრეზიდენტს, იხილეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, სადაც იმართება დახურული სხდომები. 
ვიზიტის ყველა წევრს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.