2012 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სააქტო დარბაზში, მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ალუდა გოგლიჩიძე და
სამინისტროს სხვა წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა
თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს,
სასკოლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა
თვითმმართველობების საქმიანობას. მოსწავლეებმა ამ მიმართულებით
განხორციელებული აქტივობების ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს და იმ
წარმატებებზე ისაუბრეს, რომელსაც განხორციელებული პროექტების შედეგად
მიაღწიეს. ამავე შეხვედრაზე საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების
ალიანსის წარმომადგენლებმა სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა
თვითმმართველობების გაძლიერებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს როლზეც ისაუბრეს და გარკვეული რეკომენდაციებიც წარმოადგინეს.
შეხვედრაზე რუსთავის #18 საჯარო სკოლამ გააკეთა გააკეთა მათ მიერ განხორციელებული წარმატებული საგრანტო პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც სკოლაში მოეწყო რადიოკვანძი.
ვულოცავთ თანამოქალაქეების სამოქალაქო კლუბს ამ წარმატებას.
No comments:
Post a Comment