Monday, October 21, 2013

"Focus Green"


12-19 ოქტომბერს ქართული დელეგაცია, სიქას ახალგაზრდული ლიდერების ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდულ პროექტში "Focus Green".პროექტი განხორციელდა პროგრამა "Youth in Action" -ახალგაზრდები მოქმედებაში ფარგლებში. პროექტში მონაწილეობას იღებდა 32 ახალგაზრდა ოთხი ევროპული ქვეყნიდან-დანია,ლიტვა,სომხეთი,საქართველო.დელეგაციის შემადგენლობაში კლუბ მოდერნის ორი წევრი იღებდა მონაწილეობას.პროექტის ფარლებში დაგეგმილი იყო გასვლითი ლაშქრობები წახანძორში.პოექტის მთავარი თემა იყო გარემოს დაცვა. პროექტში ჩართული მხარეები მომავალშიც გეგმავევენ ერთობლივი პოექტის დაგეგმვასა და განხორციელებას. 

შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, ამა შეხვედრაში მონაწილეობას ჩვენი კლუბის წევრებიც იღებდნენ 
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი

Tuesday, October 1, 2013

მსოფლიო გულის დღე

28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან (სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა), ქართველ. ევროპელ EVS და ამერიკელ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად,მოაწყო აქცია "მსოფლიო გულის დღე" რომელიც პირველად ჩატარდა ქ.რუსთავში.აქციას მხარს უჭერდნენ ქ.რუსთავის მერია და საპატრულო პოლიცია.მოეწყო მარათონი სირბილში, როლიკებითა და ველოსიპედებით რბოლაში.მარათონის დასრულების შემდეგ მერიის წინ მდებარე მოედანზე მოეწყო პოსტერების გამოფენა ჯანსაღი გულის თემასთან დაკავშირებით. პოსტერები დამზადებული იყო სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ.გამოვლინდა მაყურებელთა რჩეული პოსტერი.მარათონსა  და პოსტერებში გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო ფასიანი პრიზები.კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა სკოლებთან ერთად ჩვენმა სკოლამაც მიიღო.მონაწილეობა მივიღეთ პოსტერების კონკურსში.