Thursday, July 31, 2014

                                       "მეგობრობის დღე"

31 ივლისს სიქამ  აღნიშნა მეგობრობის დღე. სიქას თურქმა მოხალისეებმა გააცნეს ახალგაზრდებს თუ როგორ  აღნიშნავენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში მეგობრობის დღეს. სიქას უცხოელმა და ქართველმა მოხალისეებმა მონაწილეებს სახალისო თამაშები ათამაშეს, ყველაზე საინტერესო აქტივობა მაინც ის იყო, რომ სიქას მოხალისეებმა და მონაწილეებმა მოხატეს კედელი საღებავებით და დატოვეს ზედ პოზიტიური წარწერები. ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ.

Wednesday, July 23, 2014

             " სოციალური მედიის საზაფხულო სკოლა "  

18 ივლისს სიქა-ს "სოციალური მედიის საზაფხულო სკოლამ" მუშაობა დაიწყო. "სოციალური მედიის საზაფხულო სკოლის" პირველი გაკვეთილი მოიცავდა თემას თუ ზოგადად რას ნიშნავს  სოც. მედია. მეორე გაკვეთილი ჩატარდა 22 ივლისს მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა Facebook -ის, Google+  და Gmail-ის შესახებ. მეცადინეობებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სიქა-ს  მოხალისეები თურქეთიდან. საზაფხულო სკოლის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ სამშაბათს და პარასკევს. " სოციალური მედიის საზაფხულო სკოლის" ერთ-ერთი მონაწილე არის ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე რომელიც, აქტიურად ჩართული არის ამ კლუბში.

Tuesday, July 22, 2014

                                     "წუწაობა Party"

"წუწაობა Party " ეს არის ღონისძიება, რომელსაც სიქა-ს ახალგაზრდული გუნდი უკეთებს ორგანიზებას. 15 ივლისს გაიმართა აღნიშნული აქტივობა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში. "წუწაობა Party" დატვირთული იყო სხვადასხვა წამახალისებელი თამაშებით, სიმბოლური პრიზებით და გამაგრილებელი წუწაობით.ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 70-მდე ახალგაზრდამ, ასევე ამ აქტივობაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც.

Monday, July 14, 2014

                           "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"                                                               29 ივნისს,  თბილისში, კუს ტბაზე, სიქა შეუერთდა "მარათონს სიცოცხლის გადასარჩენად".     საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად არის ერთერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი აქცია ქვეყანაში, რომელიც ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ ცნობიერების ზრდას ითვალისწინებს. მონაწილეები გაეცნენ სპონსორთა საექსპოზიციო მაგიდებს, მიიღეს ინფორმაცია სარძევე ჯირკვლის ჯანმრთლობაზე საგანმანათლებლო მაგიდებთან. ასევე მოეწყო რბენა ორ და ხუთ კილომენტრიან დისტანციებზე. ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მოსწავლემაც.