Wednesday, November 27, 2013

მეგობრული გზები

25 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით, გაიმართა პროექტის "მეგობრული გზები" პრეზენტაცია. პრეზენტაციას ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია უძღვებოდა.პროექტი „მეგობრული გზები“ ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.).რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა უკვე მრავალი ღონისძიება გამართეს რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა უკვე მოსწავლეთა თხოვნით ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" რუსთაველ აქტიურ მოსწავლეებს შესთავაზა გზებზე უსაფრთხო მოძრაობის შესახებ ტრენინგის გავლა, ამ ტრენინგის შემდეგ კი მათ მიეცემათ საშუალება შეძენილი ცოდნა გაუზიარონ თანატოლებსა და ტემის წევრებს

Monday, November 25, 2013

გაამწვანების აქცია ლეონიძის სკვერში

რუსთავის მერის ინიციატივითა და  საპატრიაქროს ფონდის – „გაამწვანე საქართველოს” მხარდაჭერით, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში 22 ნოემბერს ჩატარდა მასშტაბური აქციააღნიშნული აქციის ფარგლებშიც სკვერის ტერიტორიაზე 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დაირგო. რუსთავის მერია სრულიად საქართველის პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის  ქვეყნის გამწვანებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესების ინიციატივას შეუერთდა. გამწვანების ღონისძიებაში, რომელიც რუსთავის თვითმმართველობის,  საპატრულო პოლიციის, სპორტსმენების, სტუდენტების, მოსწავლეებისა და რიგითი რუსთაველების მონაწილეობით გაიმართა, მინისტრები, პარლამენტარები და სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ.ამ აქციაში რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად ჩვენი კლუბის წევრებიც ჩაერთნენ.

Monday, November 18, 2013

ავტო-კატასტროფაში დაღუპულთა საერთაშორისო დღე რუსთავში

17 ნოემბერს, სიქა-ს ორგანიზებით, რუსთავის შვიდი სამოქალაქო კლუბის 30-მა წევრმა ავტო-კატასტროფებში დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ანიშნა. ამ აქციაში აქტიურად მონაწილეობნენ ჩვენი კლუბის წევრებიც.ღონისძიების მეორე ნაწილში, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა საინფორმაციო პლაკატებით მოეწყვეს ქუჩაში მსვლელობა. ღონისძიების მონაწილე თემის წევრებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დროული და აქტუალურია, ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, მოსახლეობას შევახსენოთ საგზაო შემთხვევების რისკების შესახებ, მოვუწოდოთ მოქალაქეებს დაიცვან მეტი სიფრთხილე გზებზე ქვეითად თუ ავტომანქანით მოძრაობის დროს. მოსწავლეებმა თემში ასევე გაავრცელეს მოძრაობა „საჭესთან ფხიზლად“ მიერ მომზადებული სტიკერები.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და შესთავაზა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყოველწლიურად ნოემბრის მესამე კვირას პატივი მიაგონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნას და უთანაგრძნონ მათ ოჯახებს.
ქ. რუსთავში ორგანიზებულ ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები ქალაქის რუსთავის #1, #2, #9, #11,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.

Thursday, November 14, 2013

ვიზიტი ქ. რუსთავის მერის მოადგილესთან

7 ნოემბერს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში მერის პირველმა მოადგილემ გიგი ტაბატაძემ უმასპინძლა.ამ შეხვედრაზე ჩვენი კლუბის აქტიური წევრებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავში ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი იყო.შეხვედრას რუსთავის 12 სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 წევრი დაესწრო. 
ვიზიტი ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

მზადება მხიარული სტარტებისთვის

11-13 ნოემბერს კლუბის წევრები ვიკრიბებით სამოქალაქო კლუბის ოთახში ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიძღვნილი აქტივობის დასაგეგმად.კლუბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები ახალი წევრები მე-9 კლასის მოსწავლეები.