Monday, November 25, 2013
გაამწვანების აქცია ლეონიძის სკვერში
რუსთავის მერის ინიციატივითა და საპატრიაქროს ფონდის – „გაამწვანე საქართველოს” მხარდაჭერით, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში 22 ნოემბერს ჩატარდა მასშტაბური აქციააღნიშნული აქციის ფარგლებშიც სკვერის ტერიტორიაზე 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დაირგო. რუსთავის მერია სრულიად საქართველის პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქვეყნის გამწვანებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესების ინიციატივას შეუერთდა. გამწვანების ღონისძიებაში, რომელიც რუსთავის თვითმმართველობის, საპატრულო პოლიციის, სპორტსმენების, სტუდენტების, მოსწავლეებისა და რიგითი რუსთაველების მონაწილეობით გაიმართა, მინისტრები, პარლამენტარები და სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ.ამ აქციაში რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად ჩვენი კლუბის წევრებიც ჩაერთნენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment