Monday, November 18, 2013

ავტო-კატასტროფაში დაღუპულთა საერთაშორისო დღე რუსთავში

17 ნოემბერს, სიქა-ს ორგანიზებით, რუსთავის შვიდი სამოქალაქო კლუბის 30-მა წევრმა ავტო-კატასტროფებში დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ანიშნა. ამ აქციაში აქტიურად მონაწილეობნენ ჩვენი კლუბის წევრებიც.ღონისძიების მეორე ნაწილში, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა საინფორმაციო პლაკატებით მოეწყვეს ქუჩაში მსვლელობა. ღონისძიების მონაწილე თემის წევრებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დროული და აქტუალურია, ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, მოსახლეობას შევახსენოთ საგზაო შემთხვევების რისკების შესახებ, მოვუწოდოთ მოქალაქეებს დაიცვან მეტი სიფრთხილე გზებზე ქვეითად თუ ავტომანქანით მოძრაობის დროს. მოსწავლეებმა თემში ასევე გაავრცელეს მოძრაობა „საჭესთან ფხიზლად“ მიერ მომზადებული სტიკერები.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და შესთავაზა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყოველწლიურად ნოემბრის მესამე კვირას პატივი მიაგონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნას და უთანაგრძნონ მათ ოჯახებს.
ქ. რუსთავში ორგანიზებულ ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები ქალაქის რუსთავის #1, #2, #9, #11,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.

No comments:

Post a Comment