7 ნოემბერს
რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს რუსთავის მერიის
სათათბირო დარბაზში მერის პირველმა მოადგილემ გიგი ტაბატაძემ უმასპინძლა.ამ შეხვედრაზე ჩვენი კლუბის აქტიური წევრებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავში ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი იყო.შეხვედრას რუსთავის 12 სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 წევრი დაესწრო.
ვიზიტი
ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH
International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის
რეგიონში.
No comments:
Post a Comment