ვიზიტის ყველა წევრს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
Sunday, October 28, 2012
ვიზიტი საჯარო დაწესებულებაში
12 ივნისს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის მოეწყო ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში,რომელშიც ქვემოქართლის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ჩვენი კლუბის 2 წევრი: ნინო ნიჟარაძე და მარი ყოლბაია.ვიზიტი მონაწილეებისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, პრეზიდენტის სასახლის გიდის დახმარებით მონაწილეებმა დაათვალიერეს სასახლის სამივე სართული, კერძოდ: პრეზიდენტის საჩუქრების (სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირების მიერ ნაჩუქარი სამახსოვრო ნივთები) ოთახი, გაეცვნენ მე-11 საუკუნის უნიკალური მოოქროვილი ბიბლიის ისტორიას, რომელიც სრულიად საქართველოს პატრიარქმა უნეტარესმა და უწმინდესმა ილია II-მ უსახსოვრა პრეზიდენტს, იხილეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, სადაც იმართება დახურული სხდომები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment