Sunday, October 28, 2012

ტრენინგი "აქტიური მოქალაქე"

ქ. რუსთავის #1,#14 და #16 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები „აქტიური მოქალაქე“. ტრენერი - ნათია მჟავანაძე, "მზიანი სახლი".
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო კლუბების წევრებსათვის არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით მიგვეწოდებინა ინფორმაცია აქტიური მოქალაქეობისა და სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების გზების შესახებ, კერძოდ როგორ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდეები საკლუბო პროექტების სახით და გაეზიარებინათ ინფორმაცია კლუბის წევრებისათვის.
ტრენინგის მონაწილეების საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგი შინაარსობრივად ორ ძირითად ელემენტზე იყო კონცენტრირებული _ 1) აქტიური მოქალაქეობის არსი და მნიშვნელობა; 2) სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობის ფორმები.
1) აქტიური მოქალაქეობის არსი და მნიშვნელობა მოიცავდა ისეთ თემებზე მუშაობას, როგორიცაა: აქტიური მოქალაქეობა, მონაწილეობის ფორმები და ეტაპები (მონაწილეობის კიბე), მონაწილეობისა და არმონაწილეობის მიზეზები და მოტივები, მონაწილეობის წინაპირობები.
2) სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ფორმები უფრო პრაქტიკულ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებს მიეღოთ როგორც შედარებით თეორიული ინფორმაცია ასევე ჰქონოდათ საშუალება მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება და დაეგეგმათ საკლუბო აქტივობა. პრაქტიკული მუშაობა დაიწყო თემის საჭირობებების კვლევით, რის შედეგადაც ჯგუფებმა განსაზღვრეს მათთვის პრიორიტეტული პრობლემა, ისწავლეს და თავად დაწერეს საკლუბო აქტივობის მიზანი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრისკენ იქნებოდა მიმართული; მიიღეს ინფორმაცია საკლუბო პროექტის დაგეგმვის ეტაპების შესახებ, ადვოკატირების არსის, მისი დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეს საკლუბო აქტივობის ტიპი – საკლუბო პროექტი თუ ადვოკატირების კამპანია, რომელიც პრობლემიდან და მიზნიდან გამომდინარე ყველაზე უკეთ მისცემდა მათ საშუალებას მიეღწიათ დასახული მიზანისათვის.
ორ დღიანი ტრენინგის შედეგად სამოქალაქო კლუბების წევრებმა არამარტო თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების დასახვეწად თავად დაგეგმეს საკლუბო აქტივობა.

No comments:

Post a Comment