Sunday, March 30, 2014
გრანტის გაცემა პროექტისთვის
7 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები და მათ შორის ჩვენი კლუბის ორი წვრი რომლებიც იმყოფებოდნენ "სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგზრდულ ბანაკში" ,შეხვდნენ ქალაქის მერს დავით ჯიქიას მოსწავლეებმა ქალაქის მერს გააცვნეს სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შექმნილი პროექტი, რომელიც რუსთავის ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე დაიდგმება საგზაო ნიშნები, მოეწყობა "წრიული" და დაიხაზება ორი "ზებრა" გადასასვლელი. პროექტისათვის გრანტი გაიცა USAID-ის მიერ დაფინანსებული "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს PH International, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში. მოსწავლეთა მიერ ინიცირებული და ქალაქის თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაარეგულირებს ქ. რუსთავის ამ რთულ მონაკვეთში ფეხითმოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment