.22 დეკემბერს რუსთავის სასამართლოში
იმიტირებული სასამართლოს ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ
რუსთავის #1 და #13 სკოლების გუნდები.
იმიტირებული სასამართლოს ტურნირი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა,
რომელსაც ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლა ახორციელებს. ტურნირში მონაწილეობა
მიიღო რუსთავის რვა საჯარო სკოლის გუნდმა. ჩვენი სკოლის გუნდი ფინალში გავიდა, თუმცა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება
წილად ხვდა რუსთავის #13 სკოლის გუდს.
გუნდებს სასამართო კაზუსების დამუშავებაში დახმარებას გვიწევდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ფილიალი და საადვოკატი ბიურო "ფოჩხუა და კომპანია"
მართალია ფინალში საბოლოო გამარჯვება ჟიურიმ ჩვენი სკოლის გუნდს არ მიანიჭა, მაგრამ ამ ტურნირში მონაწილეობამ ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება შეგვძინა.
No comments:
Post a Comment