Tuesday, December 3, 2013

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე რუსთავში

რუსთავში 1 დეკემბერს გაიმართა ღია აქცია რომელიც ეძღვნებოდა შიდსთან ბრძოლის დღეს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის არასამთავრობო სექტორის პოტენციალის გაძლიერება ჰანსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებსა და  ახალგაზრდებში აივ კონსულტირებისა და ტესტებისათვის ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად.
აქცია სიქას ოფისიდან მსვლელობით დაიწყო.მსვლელობაში მონაწილეობას სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები და სამოქალაქო კლუბის წევრები იღებდნენ,  მონაწილეები მსვლელობის დროს არიგებნენ შიდსის სიმბოლოს წითელ ლენტებს,საიფორმაციო ბროშურებს და სტიკერებს.
მსვლელობა დასრულდა რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედანზე, სადაც მონაწილეებმა მოაწყვეს გამოფენა მათ მიერ დახატული პლაკატების რომლების აივთან დაკავშირებული სტიგმის თემაზე იყო ამ აქციაში როგორც სხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის ბავშვები ასევე ჩვენი კლუბის წევრებიც იყვნენ ჩართულები.  მონაწილეებმა მერიის წინ ფლეშ-მობით გამოსახეს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო-ლენტი.პარალელურ რეჟიმში სიქას ოფისში, მეგობრობის ქუჩა #12-ში მიმდინარეობდატესტირების პროცესი. ტესტირება მოიცავს მარტივი სისხლის ანალიზის პროცესს, რომელიც უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად ტარდება. ტესტი არის უფასო და 20 წუთის განმავლობაში ატყობინებს თავის აივ/სტატუსის შესახებ ტესტის ჩატარებისმსურველს.
ტესტირებების ჩატარება გაგრძელდება 8 თვის მანძილზე ყოველ სამშაბათს დაოთხშაბათს სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ღონისძიება მერიის წინ მოედანზე მანათობელი ფრანების
გაშვებით დასრულდა,აქციის მონაწილეებმა ფრანების გაშვებით კიდევ ერთხელ  გაამახვილეს მოსახლეობის  ყურადღება შიდსთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემაზე. გამართულ აქციაში რუსთავის მოსახლეობაც შემოურთდა სიქა-ს მოხალისეებს.რუსთავის საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო აქციის მშვიდობიანი მიმდინარეობა.

No comments:

Post a Comment