Thursday, July 31, 2014
Wednesday, July 23, 2014
" სოციალური მედიის საზაფხულო სკოლა "
18 ივლისს სიქა-ს "სოციალური მედიის საზაფხულო სკოლამ" მუშაობა დაიწყო. "სოციალური მედიის საზაფხულო სკოლის" პირველი გაკვეთილი მოიცავდა თემას თუ ზოგადად რას ნიშნავს სოც. მედია. მეორე გაკვეთილი ჩატარდა 22 ივლისს მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა Facebook -ის, Google+ და Gmail-ის შესახებ. მეცადინეობებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სიქა-ს მოხალისეები თურქეთიდან. საზაფხულო სკოლის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ სამშაბათს და პარასკევს. " სოციალური მედიის საზაფხულო სკოლის" ერთ-ერთი მონაწილე არის ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე რომელიც, აქტიურად ჩართული არის ამ კლუბში.Tuesday, July 22, 2014
"წუწაობა Party"
"წუწაობა Party " ეს არის ღონისძიება, რომელსაც სიქა-ს ახალგაზრდული გუნდი უკეთებს ორგანიზებას. 15 ივლისს გაიმართა აღნიშნული აქტივობა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში. "წუწაობა Party" დატვირთული იყო სხვადასხვა წამახალისებელი თამაშებით, სიმბოლური პრიზებით და გამაგრილებელი წუწაობით.ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 70-მდე ახალგაზრდამ, ასევე ამ აქტივობაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც.Monday, July 14, 2014
"მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" 29 ივნისს, თბილისში, კუს ტბაზე, სიქა შეუერთდა "მარათონს სიცოცხლის გადასარჩენად". საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად არის ერთერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი აქცია ქვეყანაში, რომელიც ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ ცნობიერების ზრდას ითვალისწინებს. მონაწილეები გაეცნენ სპონსორთა საექსპოზიციო მაგიდებს, მიიღეს ინფორმაცია სარძევე ჯირკვლის ჯანმრთლობაზე საგანმანათლებლო მაგიდებთან. ასევე მოეწყო რბენა ორ და ხუთ კილომენტრიან დისტანციებზე. ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მოსწავლემაც.
Wednesday, June 25, 2014
ტრენინგი მოხალისეობის თემაზე
20 ივნისს სიქა–ს ოფისში ჩატარდა ტრენინგი მოხალისეობის თემასთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია " ბორჯღალმა " პროექტ "მოხალისეობის ქსელის" ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდა დისკუსიის სახით. მოსწავლეებმა გაიგეს თუ რა არის მოხალისეობა, რა არის მოხალისეობის ძირითადი მახასიათებლები და რატომ უნდა გახდე მოხალისე. ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრიც ესწრებოდა ამ ტრენინგს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
24 აპრილს, სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო კლუბების წევრები ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. მონაწილეებმა გაიგეს ბიბლიოთეკის შექმნის, განვითარებისა და ძველი თბილისის ისტორიები.
გიდმა, ქალბატონმა ნინო გედენიძემ მონაწილეებს დაათვალიერებინა საგამოფენო დარბაზი, რომელიც დახვეწილი გემოვნებითა და არქიტექტურის რამოდენიმე მიმდინარეობის ნაზავითაა შექმნილი, ასევე დაათვალიერეს გერმანული, ფრანგული და ქართული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზები, სადაც თავმოყრილია ძალიან საინტერესო წიგნები. მიიღეს კონკრეტული რჩევები წიგნის გამოტანის შესახებ და ასევე ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ელექტრონულად მოძიების შესახებ.
მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შანსი ენახათ უძველესი ხელნაწერი და ბეჭდვითი წიგნები, რომლებიც თითო-თითო ეგზემპლიარი არის შემონახული. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებიც იყვნენ.
ფოტო-გამოფენა- ,,შშმ პირთა პორტრეტები"
2014 წლის, 7 მაისს, „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”განათლება ყველასათვის - საქართველო ” ფარგლებში, ასოციაცია „ანიკასთან“ პარტნიორობით, მოაწყო ფოტო-გამოფენა.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარების, 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პორტრეტები.გამოფენა მოინახულეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების წევრებმა, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და სხვა. დღის განმავლობაში გამოფენა 400-ზე მეტმა ადამიანმა ინახულა. შშმ პირთა პორტრეტები მოინახულეს ასევე ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის 4-მა წევრმაც.
შშმ პირთა კვირეული
2014 წლის 9 მაისს, რუსთავში მერიის წინ მოედანზე, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის ”განათლება ყველასათვის - საქართველო ” ფარგლებში მოაწყო ინკლუზიური განათლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია, რომელზეც გამოიფინა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ გამზადებული თემატური პოსტერები. ამ ღონისძიებისთვის ჩვენმა სამოქალაქო კლუბის წევრებმა გააკეთეს 2 თემატური პოსტერი. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე.სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დასკვნითი შემაჯამებლი შეხვედრა
19 მაისს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მოწვეული იყვნენ პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიმოიხილეს პროგრამის 4 წლიანი შედეგები პროგრამის პრიორიტეტების მიხედვით, წარმატებული სამოქალაქო კლუბებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები წარმატებული საქმიანობის შესახებ. ღონისძიების დასასრულს პროგრამის ხელმძღვანელი ორგანიზაციის PH International (Project Harmony) წარმომადგენელმა ქ-ნ თამუნა ფრუიძემ 8 სკოლას გადასცა ტექნიკის კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი
სერტიფიკატები. 8 სკოლიდან ჩვენი სკოლა იყო ერთ-ერთი რომელმაც მიიღო ტექნიკის კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატი. შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი სკოლის 3 მოსწავლე.
18 მაისი შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღე
18 მაისს შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ქ. რუსთავში, სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება. სიქა-ს ოფისში ჩატარდა მინი სემინარი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის 2-მა მოსწავლემ. მათ მიიღეს ინფორმაცია აივ ინფექციის და შიდსის შესახებ, ასევე ჩაიტარეს სწრაფი ტესტი.ღონისძიება გაგრძელდა ქ.რუსთავის მერიის წინ, სადაც წითელი ფერის სანთლებით ააწყვეს და დაანთეს შიდსის სიმბოლო. ქ.რუსთავის სამოქალაქო კლებების წევრებმა და მათ შორის ჩვენმა მოსწავლეებმაც საზოგადოებაში დაარიგეს წითელი ლენტები და ფლაერები შიდსზე ინფორმაციით.1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე
სიქამ 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა. ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ქ.რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა, მათ შორის ამ აქტივობას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, რომელნიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. აქტვობის სახელწოდება იყო "გააღიმე ბავშვი, გააღიმე დედამიწა". ამ აქტივობის ფარგლებში სიქა-ს მოხალისეებმა რუსთაველი ბავშვებისთვის მოაწყვეს სათემო აქტივობები : გაახალისეს მოზარდები სხვადასხვა არაფორმალური თამაშებით, შეასწავლეს რამდენიმე სახალისო ორიგამის დამზადება და სურვილის მიხედვით მოხატეს ბავშვები.Tuesday, June 24, 2014
ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
7 ივნისს სიქა-ს ოფისში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩატარდა. ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე ამ ტრენინგს ესწრებოდა. ტრენინგის ძირითადი მიზანი, იყო ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნე ზეგავლენისა და შიდსისა და სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების შესახებ. ტრენინგი ინტერაქტიული ფორმით წარიმართა. მოსწავლეები სვავდნენ კითხვებს, იღებდნენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრა დასრულდა შიდსის თემატიკაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება-განხილვით.ონლაინ კონფერენცია ტელეჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილთან
11 ივნისს სიქა-ს ოფისიდან რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ჩაერთვნენ ონლაინ კონფერენციაში, რომლის სტუმარი გახლდათ ცნობილი ტელეჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. კონფერენციის თემა იყო სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში, მედიის როლიდემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში და სხვა მედია/ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი სკოლიდან ონლაინ კომფერენციაში მონაწილეობა მიიღო 2-მა მოსწავლემ. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეებმა დაუსვეს ქალბატონ ნინოს სხვადასხვა შეკითხვები, ქალბატონი ნინო ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე , რომლებიც ეხებოდა მოქალაქეობრივ პოზიციას, დემოკრატიას, ჟურნალისტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ა.შ.World Wide Music Day
21 ივნისს რუსთავში სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის არტ მიმართულება - SiqArt-ის ორგანიზებით მოეწყო მასშტაბური ღონისძიება World Wide Music Day, რომლის მიზანი იყო რუსთაველ მოსახლეობაში ტალანტების აღმოჩენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
Monday, May 5, 2014
დასუფთავების აქცია #1 სკოლაში
2014 წლის 11 აპრილს # 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშრებით. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს მესამედან-მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. სკოლის ეზო იყო დაბინძურებული, თითოეულ კლასს გამოეყო გარკვეული ტერიტორია, რომელიც უნდა დაესუფთავებინათ. მოსწავლეებმა მოიწონეს აქტივობის მიზანი და აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების აქციაში. აქტივობის შედეგად დასუფთავდა და მოწესრიგდა სკოლის ეზო.
დედამიწის საერთაშორისო დღე

აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული იყო პლასტიკური ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
სიქას მიერ ინიცირებულ დასუფთავების ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც სიქას დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გადასცა.
აქციის ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გია არჩვაძე, რომლებმაც ორგანიზაციას და სამოქალაქო კლუბების წევრებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ შეგროვილი ნარჩენები გაიტანა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების წევრებმა მათ შორის ჩვენმა კლუბის წევრებმა, სიქა-ს უცხოელმა მოხალისეებმა და რუსთავის მოსახლეობამ.
Friday, April 4, 2014
შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
ვიზიტი "საქპატენტში"
Sunday, March 30, 2014
ვიქტორინა პროექტ "მე, შენ, ჩვენის" ფარგლებში
26 მარტს პროექტ “მე,შენ,ჩვენ”-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებიდან ჩატარდა ერთ-ერთი, კონკრეტულად კი ვიქტორინა,რომელიც შეეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს.ვიქტორინაშ მონაწილეობას 9 მოსწავლე იღებდა ესენი იყვნენ მე-20 სკოლის მოსწავლეები და #1 სკოლის კლუბ "მოდერნის" წევრები.დასმულიქნა 15 შეკითხვა და 1 ადგილზე გავიდნენ ჩვენი სკოლის კლუბ "მოდერნის" წევრები მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალურად ამ პროექტისთვის დაბეჭდილი მაისურები, ხოლო წიგნებსა და სერთიფიკატებს კი მიიღებენ აპრილში,შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს კლუბის წევრები მედიცინის დოქტორებს და მეცნიერებს შეხვდნენ
24 მარტს, ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები ექსპერტებს შეხვდნენ. მოწვეული სტუმრები იყვნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი -ნანა ცხაკაია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომლები: თეონა თოდუა, მაია ბერუჩაშვილი.
შეხვედრის პირველ ნაწილი ტუბერკულიოზის აღმოჩენისა და გავრცელების ისტორიის განხილვას დაეთმო.მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაშია დაავადება საშიში, რას უნდა ერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. რა არის დაავადების პირველი ნიშნები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და კლუბის წევრებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.აღნიშნულ შეხვედრაზე სტუმრად კლუბ "მოდერნის" აქტიური წევრებიც იმყოფებოდნ.შეხვედრა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით დასრულდა, რომლის მთავარი სათქმელი იყო, თუ რა მნიშვნელობა აქვს დაავადების დასაწყისშივე აღმოჩენას და დროულ მკურნალობას.შეხვედრა USAID-ის ოფისში გაიმართა და მას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 30-მდე წევრი დაესწრო.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს

მონაწილეებმა თემში დაარიგეს ფლაერები, რითაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გზის გადაკვეთის დროს „ზებრა“ გადასასვლელით უნდა ისარგებლონ.
აღნიშნული აქტივობა ლეონიძისა და მესხიშვილი ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო, სადაც სამოქალაქო კლუბებმა განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიდგა 9 საგზაო ნიშანი, გაკეთდა წრიული და დაიხაზა ფეხითგადასასვლელი ე.წ. „ზებრა“.
პროექტი რუსთავის მერიისა და საგზაო საპატრულო პოლიციის თანადგომით განხორციელდა.
აღნიშნულ აქტივობას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 30-მდე მოსწავლე შეუერთდა.
შეხვედრა ქალბატონ თამარ გურჩიანთან

ტრენინგი "როგორ გადავიღოთ ვიდეო"
21 თებერვალს სიქას ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". ტრენინგს უძღვებოდნენ წარმატებული ბლოგერები, ბლოგერების კონკურსში გამარჯვებული ქეთი შოშიაშვილი და ქეთი ეპიტაშვილი. ტრენინგს ისევე როგორც რუსთავის სხვა საჯარო სკოლების #4, #15 და #17 სამოქალაქო კლუბების წევრები ასევე ესწრებოდნენ ჩვენი კლუბის წევრებიც.ქეთი შოშიაშვილმა თანატოლებს გაუზიარა სოც.მედიის ბანაკში მიღებული გამოცდილება. მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოკამერით მუშაობა, კადრების სწორად შერჩევა ვიდეოს გადაღების პროცესში, თუ როგორ მოახდინონ ვიდეოს დისტრიბუცია და ასევე გაეცვნენ ვიდეო ადვოკატირებით პრობლემის მოგვარების გზებს.
ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებაც და მათ 4 კადრში გადმოსცეს სხვადასხვა თემა თუ პრობლემა.
ტრენინგი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.
სოც.მედიის ტრენინგები რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის
14 და 19 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო სოც.მედიის ტრენინგები რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის, რომელზეც მოსწავლეები გაეცვნენ ვიდეოს დამუშავებას პროგრამა Movie Maker-ში და ვიდეოს ატვირთვას პორტალზე Youtube. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ კლუბის აქტივობების გაშუქებისას. ტრენინგს ესწრებოდნენ ასევე ჩვენი კლუბ "მოდერნის" 2 წევრიც ესწრებოდა.ტრენინგის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცემული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო "ვიდეო ადვოკატირება".
ტრენინგს დაესწრო რუსთავის #1, #2, #9, #17,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების 12 მონაწილე.
გრანტის გაცემა პროექტისთვის
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" 2013 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებში შესრულებული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება

შემუშავებულ პროექტებზე მუშაობა
"სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკი"

Subscribe to:
Posts (Atom)