ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
7 ივნისს სიქა-ს ოფისში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩატარდა. ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე ამ ტრენინგს ესწრებოდა. ტრენინგის ძირითადი მიზანი, იყო ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნე ზეგავლენისა და შიდსისა და სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების შესახებ. ტრენინგი ინტერაქტიული ფორმით წარიმართა. მოსწავლეები სვავდნენ კითხვებს, იღებდნენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრა დასრულდა შიდსის თემატიკაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება-განხილვით.
No comments:
Post a Comment