Friday, April 4, 2014

ვიზიტი "საქპატენტში"

აპრილს, სიქა-ს ორგანიზებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში მოეწყო ძალიან საინტერესო ინფორმაციული ვიზიტი ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნულ ცენტრში,“ საქპატენტში“. სადაც ხდება ყველანაირი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგ: გამოგონებების, საავტორო უფლებების, ბრენდების სახელების და ა.შ. ცენტრის თანამშრომელი გვესაუბრა ქართული გამოგონებების ბრენდების სახელების რეგისტრაციის და საავტორო უფლებების შესახებ.  დავათვალიერეთ ცენტრში არსებული ბიბლიოთეკა, მარანი და სტუმრების მისაღები სივრცე.ცენტრის თავმჯდომარემ ბატონმა  ირაკლი ღვალაძემ ბავშვებს გაგვაცნო საქპატენტის მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები. ვიზიტის ბოლოს ცენტრის თანამშრომლები მონაწილეებს გაგვიმასპინძლდნენ ლანჩით. ვიზიტორები იყვნენ რუსთავის #9, #15 #20, #21, #23 და #26 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. მათ შრის იყვნენ ჩვენი კლუბის ორი წევრიც.

No comments:

Post a Comment