Friday, April 4, 2014

შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

2 აპრილს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას როგორც სხვადასხვა სკოლის კლუბის წევრები ისე ჩვენი კლუბის ორი წევრიც ესწრებოდა. შეხვედრის თემა გახლდათ როგორ დაერქვა ფოტოგრაფიას ხელოვნება და როგორ უნდა გადავიღოთ კარგი ფოტო. ბავშვები გავეცანით ინფორმაციას ფოტოგრაფიის დაბადების ისტორიაზე, მის ზინაპირობებზე და განვითარების პროცესებზე.ასევე მივიღეთ პრაქტიკული რჩევებიც,რისი გათვალისწინებითაც შემდგომში გადავიღებთ კარგ ფოტოებს.გაიმართა აქტიური დისკუსია აუდიტორიასთან. შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH international,  აფინანსებს USAID და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტო.

No comments:

Post a Comment