Monday, November 25, 2013
გაამწვანების აქცია ლეონიძის სკვერში
რუსთავის მერის ინიციატივითა და საპატრიაქროს ფონდის – „გაამწვანე საქართველოს” მხარდაჭერით, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში 22 ნოემბერს ჩატარდა მასშტაბური აქციააღნიშნული აქციის ფარგლებშიც სკვერის ტერიტორიაზე 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დაირგო. რუსთავის მერია სრულიად საქართველის პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქვეყნის გამწვანებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესების ინიციატივას შეუერთდა. გამწვანების ღონისძიებაში, რომელიც რუსთავის თვითმმართველობის, საპატრულო პოლიციის, სპორტსმენების, სტუდენტების, მოსწავლეებისა და რიგითი რუსთაველების მონაწილეობით გაიმართა, მინისტრები, პარლამენტარები და სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ.ამ აქციაში რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად ჩვენი კლუბის წევრებიც ჩაერთნენ.
Monday, November 18, 2013
ავტო-კატასტროფაში დაღუპულთა საერთაშორისო დღე რუსთავში
17 ნოემბერს, სიქა-ს ორგანიზებით, რუსთავის შვიდი სამოქალაქო კლუბის 30-მა წევრმა ავტო-კატასტროფებში დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ანიშნა. ამ აქციაში აქტიურად მონაწილეობნენ ჩვენი კლუბის წევრებიც.ღონისძიების მეორე ნაწილში, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა საინფორმაციო პლაკატებით მოეწყვეს ქუჩაში მსვლელობა. ღონისძიების მონაწილე თემის წევრებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დროული და აქტუალურია, ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, მოსახლეობას შევახსენოთ საგზაო შემთხვევების რისკების შესახებ, მოვუწოდოთ მოქალაქეებს დაიცვან მეტი სიფრთხილე გზებზე ქვეითად თუ ავტომანქანით მოძრაობის დროს. მოსწავლეებმა თემში ასევე გაავრცელეს მოძრაობა „საჭესთან ფხიზლად“ მიერ მომზადებული სტიკერები.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და შესთავაზა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყოველწლიურად ნოემბრის მესამე კვირას პატივი მიაგონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნას და უთანაგრძნონ მათ ოჯახებს.
ქ. რუსთავში ორგანიზებულ ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები ქალაქის რუსთავის #1, #2, #9, #11,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.
Thursday, November 14, 2013
ვიზიტი ქ. რუსთავის მერის მოადგილესთან
ვიზიტი
ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH
International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის
რეგიონში.
მზადება მხიარული სტარტებისთვის
11-13 ნოემბერს კლუბის წევრები ვიკრიბებით სამოქალაქო კლუბის ოთახში ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიძღვნილი აქტივობის დასაგეგმად.კლუბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები ახალი წევრები მე-9 კლასის მოსწავლეები.
Monday, October 21, 2013
"Focus Green"
12-19 ოქტომბერს ქართული დელეგაცია, სიქას ახალგაზრდული ლიდერების ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდულ პროექტში "Focus Green".პროექტი განხორციელდა პროგრამა "Youth in Action" -ახალგაზრდები მოქმედებაში ფარგლებში. პროექტში მონაწილეობას იღებდა 32 ახალგაზრდა ოთხი ევროპული ქვეყნიდან-დანია,ლიტვა,სომხეთი,საქართველო.დელეგაციის შემადგენლობაში კლუბ მოდერნის ორი წევრი იღებდა მონაწილეობას.პროექტის ფარლებში დაგეგმილი იყო გასვლითი ლაშქრობები წახანძორში.პოექტის მთავარი თემა იყო გარემოს დაცვა. პროექტში ჩართული მხარეები მომავალშიც გეგმავევენ ერთობლივი პოექტის დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, ამა შეხვედრაში მონაწილეობას ჩვენი კლუბის წევრებიც იღებდნენ
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი
Tuesday, October 1, 2013
მსოფლიო გულის დღე
28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან (სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა), ქართველ. ევროპელ EVS და ამერიკელ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად,მოაწყო აქცია "მსოფლიო გულის დღე" რომელიც პირველად ჩატარდა ქ.რუსთავში.აქციას მხარს უჭერდნენ ქ.რუსთავის მერია და საპატრულო პოლიცია.მოეწყო მარათონი სირბილში, როლიკებითა და ველოსიპედებით რბოლაში.მარათონის დასრულების შემდეგ მერიის წინ მდებარე მოედანზე მოეწყო პოსტერების გამოფენა ჯანსაღი გულის თემასთან დაკავშირებით. პოსტერები დამზადებული იყო სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ.გამოვლინდა მაყურებელთა რჩეული პოსტერი.მარათონსა და პოსტერებში გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო ფასიანი პრიზები.კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა სკოლებთან ერთად ჩვენმა სკოლამაც მიიღო.მონაწილეობა მივიღეთ პოსტერების კონკურსში.
Subscribe to:
Posts (Atom)



