Monday, May 5, 2014
დასუფთავების აქცია #1 სკოლაში
2014 წლის 11 აპრილს # 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშრებით. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს მესამედან-მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. სკოლის ეზო იყო დაბინძურებული, თითოეულ კლასს გამოეყო გარკვეული ტერიტორია, რომელიც უნდა დაესუფთავებინათ. მოსწავლეებმა მოიწონეს აქტივობის მიზანი და აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების აქციაში. აქტივობის შედეგად დასუფთავდა და მოწესრიგდა სკოლის ეზო.
დედამიწის საერთაშორისო დღე
25 აპრილს სიქას ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა და თემის წარმომადგენლებმა დედამიწის საერთაშორის დღე აღნიშნეს და გარემოს დასუფთავების მასშტაბური აქცია მოაწყვეს.აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული იყო პლასტიკური ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
სიქას მიერ ინიცირებულ დასუფთავების ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც სიქას დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გადასცა.
აქციის ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გია არჩვაძე, რომლებმაც ორგანიზაციას და სამოქალაქო კლუბების წევრებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ შეგროვილი ნარჩენები გაიტანა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების წევრებმა მათ შორის ჩვენმა კლუბის წევრებმა, სიქა-ს უცხოელმა მოხალისეებმა და რუსთავის მოსახლეობამ.
Friday, April 4, 2014
შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
ვიზიტი "საქპატენტში"
Sunday, March 30, 2014
ვიქტორინა პროექტ "მე, შენ, ჩვენის" ფარგლებში
26 მარტს პროექტ “მე,შენ,ჩვენ”-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებიდან ჩატარდა ერთ-ერთი, კონკრეტულად კი ვიქტორინა,რომელიც შეეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს.ვიქტორინაშ მონაწილეობას 9 მოსწავლე იღებდა ესენი იყვნენ მე-20 სკოლის მოსწავლეები და #1 სკოლის კლუბ "მოდერნის" წევრები.დასმულიქნა 15 შეკითხვა და 1 ადგილზე გავიდნენ ჩვენი სკოლის კლუბ "მოდერნის" წევრები მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალურად ამ პროექტისთვის დაბეჭდილი მაისურები, ხოლო წიგნებსა და სერთიფიკატებს კი მიიღებენ აპრილში,შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს კლუბის წევრები მედიცინის დოქტორებს და მეცნიერებს შეხვდნენ
24 მარტს, ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეს რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები ექსპერტებს შეხვდნენ. მოწვეული სტუმრები იყვნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი -ნანა ცხაკაია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომლები: თეონა თოდუა, მაია ბერუჩაშვილი.
შეხვედრის პირველ ნაწილი ტუბერკულიოზის აღმოჩენისა და გავრცელების ისტორიის განხილვას დაეთმო.მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაშია დაავადება საშიში, რას უნდა ერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. რა არის დაავადების პირველი ნიშნები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და კლუბის წევრებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.აღნიშნულ შეხვედრაზე სტუმრად კლუბ "მოდერნის" აქტიური წევრებიც იმყოფებოდნ.შეხვედრა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით დასრულდა, რომლის მთავარი სათქმელი იყო, თუ რა მნიშვნელობა აქვს დაავადების დასაწყისშივე აღმოჩენას და დროულ მკურნალობას.შეხვედრა USAID-ის ოფისში გაიმართა და მას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 30-მდე წევრი დაესწრო.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს
სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა რუსთავის ქუჩებში აქტივობა გამართეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს. დაგეგმილ აქტივობაში აქტიურ მონაწილეობას კლუბ "მოდერნის" წევრებიც იღებდნე.სამოქალაქო კლუბის წევრებმა პოსტერებითა და პლაკატებით სიმბოლურად გადაკვეთეს „ზებრა“ გადასასვლელი და მძღოლებს მოუწოდეს, რომ შეანელონ სვლა და გადასასვლელზე გზა დაუთმონ ფეხით მოსიარულეებს.
მონაწილეებმა თემში დაარიგეს ფლაერები, რითაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გზის გადაკვეთის დროს „ზებრა“ გადასასვლელით უნდა ისარგებლონ.
აღნიშნული აქტივობა ლეონიძისა და მესხიშვილი ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო, სადაც სამოქალაქო კლუბებმა განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიდგა 9 საგზაო ნიშანი, გაკეთდა წრიული და დაიხაზა ფეხითგადასასვლელი ე.წ. „ზებრა“.
პროექტი რუსთავის მერიისა და საგზაო საპატრულო პოლიციის თანადგომით განხორციელდა.
აღნიშნულ აქტივობას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 30-მდე მოსწავლე შეუერთდა.
Subscribe to:
Posts (Atom)
