Friday, April 4, 2014
შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
2 აპრილს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას როგორც სხვადასხვა სკოლის კლუბის წევრები ისე ჩვენი კლუბის ორი წევრიც ესწრებოდა. შეხვედრის თემა გახლდათ როგორ დაერქვა ფოტოგრაფიას ხელოვნება და როგორ უნდა გადავიღოთ კარგი ფოტო. ბავშვები გავეცანით ინფორმაციას ფოტოგრაფიის დაბადების ისტორიაზე, მის ზინაპირობებზე და განვითარების პროცესებზე.ასევე მივიღეთ პრაქტიკული რჩევებიც,რისი გათვალისწინებითაც შემდგომში გადავიღებთ კარგ ფოტოებს.გაიმართა აქტიური დისკუსია აუდიტორიასთან. შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH international, აფინანსებს USAID და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტო.
ვიზიტი "საქპატენტში"
3 აპრილს, სიქა-ს ორგანიზებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში მოეწყო ძალიან საინტერესო ინფორმაციული ვიზიტი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში,“ საქპატენტში“. სადაც ხდება ყველანაირი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგ: გამოგონებების, საავტორო უფლებების, ბრენდების სახელების და ა.შ. ცენტრის თანამშრომელი გვესაუბრა ქართული გამოგონებების ბრენდების სახელების რეგისტრაციის და საავტორო უფლებების შესახებ. დავათვალიერეთ ცენტრში არსებული ბიბლიოთეკა, მარანი და სტუმრების მისაღები სივრცე.ცენტრის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ღვალაძემ ბავშვებს გაგვაცნო საქპატენტის მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები. ვიზიტის ბოლოს ცენტრის თანამშრომლები მონაწილეებს გაგვიმასპინძლდნენ ლანჩით. ვიზიტორები იყვნენ რუსთავის #9, #15 #20, #21, #23 და #26 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. მათ შრის იყვნენ ჩვენი კლუბის ორი წევრიც.
Subscribe to:
Posts (Atom)