2013 წლის 15 მაისს კლუბი "მოდერნის" წევრები შეხვდენ "რა სად როდის" ავტორს გიორგი მოსიძეს.შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ არაერთხელ გააჟღერა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სწავლით და დაუზარელი შრომით შესაძლებელია საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, წარმატების მიღწევა საქმიანობებში.
Friday, May 24, 2013
Tuesday, April 9, 2013
სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი სსიპ რუსთავის #1 საჯარო სკოლაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 4
აპრილს ღია გაკვეთილი IXკლასში ჩაატარა რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახ.#1
საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ელენე ნარიმანიძემ.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო განათლების
პედაგოგთა ფორუმის თორმეტი წევრი, კერძოდ რუსთავის, გარდაბნისა და
ბოლნისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ქვემო ქართლში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ხელმძღვანელი ლიანა ღუღუნიშვილი
და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციიდან ქვემო ქართლში - სიქას
წარმომადგენელი. საგაკვეთილო ფორმად შერჩეული იქნა შემაჯამებელი მუშაობა,
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოდან:
,,როგორ გავხდეთ აქტიური მოქალაქე". დამსწრე საზოგადოების გამოთქმული
კომენტარების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებმა საგნის მიმართ
მაღალი ინტერესი და პოზიტიური დამოკიდებულება გამოამჟღავნეს.გაკვეთილის ბოლოს პედაგოგსა და მოსწავლეებს პროგრამის ფარგლებში გადაეცათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.

Sunday, March 10, 2013
საგრანტო პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი დაიწყო
Sunday, February 24, 2013
Friday, January 4, 2013
იმიტირებული სასამართლოს ტურნირის ფინალური შეხვედრა
.22 დეკემბერს რუსთავის სასამართლოში
იმიტირებული სასამართლოს ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ
რუსთავის #1 და #13 სკოლების გუნდები.
იმიტირებული სასამართლოს ტურნირი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა,
რომელსაც ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლა ახორციელებს. ტურნირში მონაწილეობა
მიიღო რუსთავის რვა საჯარო სკოლის გუნდმა. ჩვენი სკოლის გუნდი ფინალში გავიდა, თუმცა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება
წილად ხვდა რუსთავის #13 სკოლის გუდს.
გუნდებს სასამართო კაზუსების დამუშავებაში დახმარებას გვიწევდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ფილიალი და საადვოკატი ბიურო "ფოჩხუა და კომპანია"
მართალია ფინალში საბოლოო გამარჯვება ჟიურიმ ჩვენი სკოლის გუნდს არ მიანიჭა, მაგრამ ამ ტურნირში მონაწილეობამ ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება შეგვძინა.

სემინარი "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე"
სკოლის სამოქალაქო კლუბმა "მოდერნი" მონაწილეობა მივიღეთ პროექტის "მაჩუქე ღიმილი" განხორციელებაში, პროექტის მიზანი შშმ ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პროექტის იდეის ავტორი და განმხორციელებელი ჩვენი ხელოვნების მასწავლებელი თამარ ცაგურიაა.
ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანა ჭიღლაძემ ჩაგვიტარა სემინარი - დისკუსია "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე". სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს :
1. შეზღუდული უნარების მქონდე ადამიანების ინტეგრაცია;
2. არაადაპტირებული გარემო;
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური გააქტიურება.
სემინარს ესწრებოდნენ სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები.

Wednesday, December 26, 2012
სტუმრად იუსტიციის სახლში
Subscribe to:
Posts (Atom)