Sunday, February 24, 2013

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა "მოდერნიმ" მცირე გრანტების კონკურსში მოიპოვა დაფინანსება.ჩვენი პროექტი "წინ აქტიური მოქალაქეობისაკენ" პროგრამის მესვეურებმა საინტერესო პროექტად მიიჩნიეს, შევეცდებით გავამართლოთ მათი ნდობა და განვახორციელოთ წარმატებული პროექტი.

Friday, January 4, 2013

იმიტირებული სასამართლოს ტურნირის ფინალური შეხვედრა

.22 დეკემბერს რუსთავის სასამართლოში იმიტირებული სასამართლოს ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ რუსთავის #1 და #13 სკოლების გუნდები. იმიტირებული სასამართლოს ტურნირი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლა ახორციელებს. ტურნირში მონაწილეობა მიიღო რუსთავის რვა საჯარო სკოლის გუნდმა. ჩვენი სკოლის გუნდი ფინალში გავიდა, თუმცა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება წილად ხვდა რუსთავის #13 სკოლის გუდს.
გუნდებს სასამართო კაზუსების დამუშავებაში დახმარებას გვიწევდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ფილიალი და საადვოკატი ბიურო "ფოჩხუა და კომპანია"
მართალია ფინალში საბოლოო გამარჯვება ჟიურიმ ჩვენი სკოლის გუნდს არ მიანიჭა, მაგრამ ამ ტურნირში მონაწილეობამ ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება შეგვძინა.

სემინარი "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე"

სკოლის სამოქალაქო კლუბმა "მოდერნი" მონაწილეობა მივიღეთ პროექტის "მაჩუქე ღიმილი" განხორციელებაში, პროექტის მიზანი შშმ ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობაა.  პროექტის იდეის ავტორი და განმხორციელებელი ჩვენი ხელოვნების მასწავლებელი თამარ ცაგურიაა.
ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანა ჭიღლაძემ ჩაგვიტარა სემინარი - დისკუსია "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე". სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს :
1. შეზღუდული უნარების მქონდე ადამიანების ინტეგრაცია;
2. არაადაპტირებული გარემო;
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური გააქტიურება.
სემინარს ესწრებოდნენ სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები.

Wednesday, December 26, 2012

სტუმრად იუსტიციის სახლში


2012 წლის 18 დეკემბერს მე-9 მე-10 და მე-12 კლასელები იმყოფებოდნენ თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ მათ მუშაობის პროცესს და ფუნქციებს.დაათვალიერეს სივრცე და მიიღეს საჭირო ინფორმაცია იუსტიციის სახლის საქმიანობის შესახებ. ადგილზე ჩასულ მოსწავლეეს შეხვდა და გააცნო იუსტიციის სახლი ნათია ლატარიამ.

Saturday, December 15, 2012

იმიტირებული სასამართლოს მეორე ტურში მორიგი გამარჯვება მოვიპოვეთ

საგრანტო პროექტის "კანონი დღეს" ფარგლებში მიმდინარე იმიტირებული სასამართლოს მეორე ტურში ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისაგანა დაკომპლექტებული გუნდი შეხვდა ქ. რუსთავის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს.
ჩვენმა გუნდმა კვლავ სძლია მეტოქეს და ფინალში გავიდა, სადაც შევხვდებით რუსთავის #13 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის გუნდს.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ დახმარებისა და თანადგომისათვის ჩვენი კლუბის მეურვეს - ელენე ნარიმანიძეს, იურიდიული მომსახურეობის ბიუროს "ფოჩხუა და კომპანია", საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ოფისის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა პროექტის ავტორს - რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეს  ირინა მელქაძე-გელაშვილს.

პოსტერი 2013 წლის კალენდარისათვის

რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი საგრანტო პროექტ "კანონი დღეს" ფარგლებში აგროვებს პოსტერესებს ადამიანის უფლებების შესახებ 2013 წლის კალენდარზე განსათავსებლად.

ჩვენი კლუბი "მოდერნიც" აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, კლუბის წევრებმა მოვამზადეთ პოსტერი კალენდარისათვის. იმედია ჩვენი პოსტერიც განთავსდება კალენდარში და მას მრავალი სამოქალაქო კლუბისა და თემის წევრები იხილავენ.

სამოქალაქო კლუბ "მოდერნის" წევრები მორიგი იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის ემზადებიან

როგორც იცით, ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ჩართულნი არიან ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლის საგრნატო პროექტის "კანონი დღეს" განხორციელებაში. ჩვენმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა იმიტირებული სასამართლოს პირველ ტურში. გუნდის წევრები იურიდიული ფირმა "ფოჩხუა და კომპანიას" დახმარებითა და კონსულტაციებით აქტიურად ემზადება მეორე ტურისათვის. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს!