Wednesday, June 25, 2014
1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე
სიქამ 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა. ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ქ.რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა, მათ შორის ამ აქტივობას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, რომელნიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. აქტვობის სახელწოდება იყო "გააღიმე ბავშვი, გააღიმე დედამიწა". ამ აქტივობის ფარგლებში სიქა-ს მოხალისეებმა რუსთაველი ბავშვებისთვის მოაწყვეს სათემო აქტივობები : გაახალისეს მოზარდები სხვადასხვა არაფორმალური თამაშებით, შეასწავლეს რამდენიმე სახალისო ორიგამის დამზადება და სურვილის მიხედვით მოხატეს ბავშვები.Tuesday, June 24, 2014
ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
7 ივნისს სიქა-ს ოფისში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩატარდა. ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე ამ ტრენინგს ესწრებოდა. ტრენინგის ძირითადი მიზანი, იყო ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნე ზეგავლენისა და შიდსისა და სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების შესახებ. ტრენინგი ინტერაქტიული ფორმით წარიმართა. მოსწავლეები სვავდნენ კითხვებს, იღებდნენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრა დასრულდა შიდსის თემატიკაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება-განხილვით.ონლაინ კონფერენცია ტელეჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილთან
11 ივნისს სიქა-ს ოფისიდან რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ჩაერთვნენ ონლაინ კონფერენციაში, რომლის სტუმარი გახლდათ ცნობილი ტელეჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. კონფერენციის თემა იყო სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში, მედიის როლიდემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში და სხვა მედია/ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი სკოლიდან ონლაინ კომფერენციაში მონაწილეობა მიიღო 2-მა მოსწავლემ. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეებმა დაუსვეს ქალბატონ ნინოს სხვადასხვა შეკითხვები, ქალბატონი ნინო ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე , რომლებიც ეხებოდა მოქალაქეობრივ პოზიციას, დემოკრატიას, ჟურნალისტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ა.შ.World Wide Music Day
21 ივნისს რუსთავში სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის არტ მიმართულება - SiqArt-ის ორგანიზებით მოეწყო მასშტაბური ღონისძიება World Wide Music Day, რომლის მიზანი იყო რუსთაველ მოსახლეობაში ტალანტების აღმოჩენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
Monday, May 5, 2014
დასუფთავების აქცია #1 სკოლაში
2014 წლის 11 აპრილს # 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშრებით. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს მესამედან-მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. სკოლის ეზო იყო დაბინძურებული, თითოეულ კლასს გამოეყო გარკვეული ტერიტორია, რომელიც უნდა დაესუფთავებინათ. მოსწავლეებმა მოიწონეს აქტივობის მიზანი და აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების აქციაში. აქტივობის შედეგად დასუფთავდა და მოწესრიგდა სკოლის ეზო.
დედამიწის საერთაშორისო დღე
25 აპრილს სიქას ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა და თემის წარმომადგენლებმა დედამიწის საერთაშორის დღე აღნიშნეს და გარემოს დასუფთავების მასშტაბური აქცია მოაწყვეს.აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული იყო პლასტიკური ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
სიქას მიერ ინიცირებულ დასუფთავების ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც სიქას დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გადასცა.
აქციის ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გია არჩვაძე, რომლებმაც ორგანიზაციას და სამოქალაქო კლუბების წევრებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ შეგროვილი ნარჩენები გაიტანა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების წევრებმა მათ შორის ჩვენმა კლუბის წევრებმა, სიქა-ს უცხოელმა მოხალისეებმა და რუსთავის მოსახლეობამ.
Subscribe to:
Posts (Atom)



