Wednesday, June 25, 2014

                   ტრენინგი მოხალისეობის თემაზე

 
                                                                                                                                                                              20 ივნისს სიქა–ს ოფისში ჩატარდა ტრენინგი მოხალისეობის თემასთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია " ბორჯღალმა " პროექტ "მოხალისეობის ქსელის" ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდა დისკუსიის სახით. მოსწავლეებმა გაიგეს თუ რა არის მოხალისეობა, რა არის მოხალისეობის ძირითადი მახასიათებლები და რატომ უნდა გახდე მოხალისე.  ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრიც ესწრებოდა ამ ტრენინგს.



          აქცია უკრაინელი ხალხის არჩევანის სოლიდარობის ნიშნად

სიქა ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ 25 იანვარს რუსთავში გამართული აქციისა, რომელიც უკრაინელი ხალხის არჩევანის სოლიდარობის ნიშნად გაიმართა. აქცია მოეწყო ქ. რუსთავის ცენტრში. ამ აქციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმაც. 

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

   
24 აპრილს, სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო კლუბების წევრები ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. მონაწილეებმა გაიგეს ბიბლიოთეკის შექმნის, განვითარებისა და ძველი თბილისის ისტორიები.
გიდმა, ქალბატონმა ნინო გედენიძემ მონაწილეებს დაათვალიერებინა საგამოფენო დარბაზი, რომელიც დახვეწილი გემოვნებითა და არქიტექტურის რამოდენიმე მიმდინარეობის ნაზავითაა შექმნილი, ასევე დაათვალიერეს გერმანული, ფრანგული და ქართული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზები, სადაც თავმოყრილია ძალიან საინტერესო წიგნები. მიიღეს კონკრეტული რჩევები წიგნის გამოტანის შესახებ და ასევე ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ელექტრონულად მოძიების შესახებ.
მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შანსი ენახათ უძველესი ხელნაწერი და ბეჭდვითი წიგნები, რომლებიც თითო-თითო ეგზემპლიარი არის შემონახული.  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებიც იყვნენ.

                                ფოტო-გამოფენა- ,,შშმ პირთა პორტრეტები"

2014 წლის, 7 მაისს, „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”განათლება ყველასათვის - საქართველო ” ფარგლებში, ასოციაცია „ანიკასთან“ პარტნიორობით, მოაწყო ფოტო-გამოფენა. 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარების, 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პორტრეტები.გამოფენა მოინახულეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების წევრებმა, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და სხვა. დღის განმავლობაში გამოფენა 400-ზე მეტმა ადამიანმა ინახულა.  შშმ პირთა პორტრეტები მოინახულეს ასევე ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის 4-მა წევრმაც.

                               შშმ პირთა კვირეული

2014 წლის 9 მაისს, რუსთავში მერიის წინ მოედანზე, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის ”განათლება ყველასათვის - საქართველო ” ფარგლებში მოაწყო ინკლუზიური განათლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია, რომელზეც გამოიფინა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ გამზადებული თემატური პოსტერები. ამ ღონისძიებისთვის ჩვენმა სამოქალაქო კლუბის წევრებმა გააკეთეს 2 თემატური პოსტერი. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე. 

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დასკვნითი შემაჯამებლი შეხვედრა 





     19 მაისს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მოწვეული იყვნენ პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიმოიხილეს პროგრამის 4 წლიანი შედეგები პროგრამის პრიორიტეტების მიხედვით, წარმატებული სამოქალაქო კლუბებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები წარმატებული საქმიანობის შესახებ. ღონისძიების დასასრულს პროგრამის ხელმძღვანელი ორგანიზაციის PH International (Project Harmony) წარმომადგენელმა ქ-ნ თამუნა ფრუიძემ 8 სკოლას გადასცა ტექნიკის კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი
სერტიფიკატები. 8 სკოლიდან ჩვენი  სკოლა იყო ერთ-ერთი რომელმაც მიიღო  ტექნიკის კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატი.  შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი სკოლის 3 მოსწავლე. 

          18 მაისი შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღე  

18 მაისს შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ქ. რუსთავში, სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება. სიქა-ს ოფისში ჩატარდა მინი სემინარი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის 2-მა მოსწავლემ. მათ მიიღეს ინფორმაცია აივ ინფექციის  და შიდსის შესახებ, ასევე ჩაიტარეს სწრაფი ტესტი.ღონისძიება გაგრძელდა ქ.რუსთავის მერიის წინ, სადაც წითელი ფერის სანთლებით ააწყვეს და დაანთეს შიდსის სიმბოლო. ქ.რუსთავის სამოქალაქო კლებების წევრებმა და მათ შორის ჩვენმა მოსწავლეებმაც საზოგადოებაში დაარიგეს წითელი ლენტები და ფლაერები შიდსზე ინფორმაციით.

                      1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე

სიქამ 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა. ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ქ.რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა, მათ შორის ამ აქტივობას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, რომელნიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.  აქტვობის სახელწოდება  იყო "გააღიმე ბავშვი, გააღიმე დედამიწა". ამ აქტივობის ფარგლებში  სიქა-ს მოხალისეებმა რუსთაველი ბავშვებისთვის მოაწყვეს  სათემო აქტივობები : გაახალისეს მოზარდები სხვადასხვა არაფორმალური თამაშებით,  შეასწავლეს რამდენიმე სახალისო ორიგამის დამზადება და სურვილის მიხედვით მოხატეს ბავშვები.

Tuesday, June 24, 2014

                         ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

7 ივნისს სიქა-ს ოფისში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩატარდა. ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე ამ ტრენინგს ესწრებოდა. ტრენინგის ძირითადი მიზანი, იყო ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნე ზეგავლენისა და შიდსისა და სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების შესახებ. ტრენინგი ინტერაქტიული ფორმით წარიმართა. მოსწავლეები სვავდნენ კითხვებს, იღებდნენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრა  დასრულდა შიდსის თემატიკაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება-განხილვით.

                  ონლაინ კონფერენცია ტელეჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილთან

11 ივნისს სიქა-ს ოფისიდან რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ჩაერთვნენ ონლაინ კონფერენციაში, რომლის სტუმარი გახლდათ ცნობილი ტელეჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. კონფერენციის თემა იყო სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში, მედიის როლიდემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში და სხვა მედია/ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი სკოლიდან ონლაინ კომფერენციაში მონაწილეობა მიიღო 2-მა მოსწავლემ. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეებმა დაუსვეს ქალბატონ ნინოს სხვადასხვა შეკითხვები, ქალბატონი ნინო ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა,  ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე , რომლებიც ეხებოდა მოქალაქეობრივ პოზიციას, დემოკრატიას, ჟურნალისტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ა.შ.

                                        World Wide Music Day

21 ივნისს რუსთავში სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის არტ მიმართულება - SiqArt-ის ორგანიზებით მოეწყო მასშტაბური ღონისძიება World Wide Music Day, რომლის მიზანი იყო რუსთაველ მოსახლეობაში ტალანტების აღმოჩენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 
ჩვენი სკოლის 5-მა მოსწავლემ. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი სიქა-ს სხვადასხვა აქტივობებში: უკრავდნენ გიტარაზე, მღეროდნენ და ლიდერებთან ერთად აკეთებდნენ უამრავ ენერჯაიზერებს.