Thursday, December 12, 2013
სტუმრად "112"-ში
2013 წლის 12 დეკემბერს სიქასორგანიზებით მოექყო რუსთავის სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საინფრომაციო ცენტრ 112-ში. მონაწილეთა შორის იყო ჩვენი კლუბის ორი წევრი.ვიზიტის დროს გავეცანით საინფორმაციო სამსახურის სერვისებს და მუშაობის პროცესებს.ვიზიტის დროს დელეგაციის თიოთოეულ წევრს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.
ჯგუფური მუშაობა ახალგაზრდული ინიციატივები
კლუბი "მოდერნი"-ს წევრები აქტიურად იყენებენ საგაკვეთილო პროექტში ჯგუფური მუშაობის მეთოდებს. 4-5 დეკემბერს სამოქალაქო განათლების გაკვეთლების გავეთილზე ახალგაზრდებმა ჯგუფების მიხედვით შექმნეს პლაკატები მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ თემაზე.შედეგად შეიქმნა პლაკატები "ფერადი პლანეტები" "დროის სარკე" "სკამფრენი" რომლის პრეზენტაციითაც წარსდგნენ მოსწავლეები თანატოლთა წინაშე.
რა? სად? როდის?
5-10 დეკემბერს ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი "რა? სად? როდის?" მე-9, მე-10, და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, გამოვლიდნენ საუკეთესო მოაზროვნეები რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას საქალაქო ტურნირში რა? სად? როდის?.
Tuesday, December 3, 2013
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე რუსთავში
რუსთავში 1 დეკემბერს გაიმართა ღია აქცია რომელიც ეძღვნებოდა
შიდსთან ბრძოლის დღეს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის არასამთავრობო
სექტორის პოტენციალის გაძლიერება ჰანსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებსა და ახალგაზრდებში აივ კონსულტირებისა და ტესტებისათვის
ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება
ბემონთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად.
აქცია სიქას ოფისიდან მსვლელობით დაიწყო.მსვლელობაში მონაწილეობას სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები და სამოქალაქო კლუბის წევრები იღებდნენ, მონაწილეები მსვლელობის დროს არიგებნენ შიდსის სიმბოლოს წითელ ლენტებს,საიფორმაციო ბროშურებს და სტიკერებს.
მსვლელობა დასრულდა რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედანზე, სადაც მონაწილეებმა მოაწყვეს გამოფენა მათ მიერ დახატული პლაკატების რომლების აივთან დაკავშირებული სტიგმის თემაზე იყო ამ აქციაში როგორც სხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის ბავშვები ასევე ჩვენი კლუბის წევრებიც იყვნენ ჩართულები. მონაწილეებმა მერიის წინ ფლეშ-მობით გამოსახეს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო-ლენტი.პარალელურ რეჟიმში სიქას ოფისში, მეგობრობის ქუჩა #12-ში მიმდინარეობდატესტირების პროცესი. ტესტირება მოიცავს მარტივი სისხლის ანალიზის პროცესს, რომელიც უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად ტარდება. ტესტი არის უფასო და 20 წუთის განმავლობაში ატყობინებს თავის აივ/სტატუსის შესახებ ტესტის ჩატარებისმსურველს.
ტესტირებების ჩატარება გაგრძელდება 8 თვის მანძილზე ყოველ სამშაბათს დაოთხშაბათს სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ღონისძიება მერიის წინ მოედანზე მანათობელი ფრანების გაშვებით დასრულდა,აქციის მონაწილეებმა ფრანების გაშვებით კიდევ ერთხელ გაამახვილეს მოსახლეობის ყურადღება შიდსთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემაზე. გამართულ აქციაში რუსთავის მოსახლეობაც შემოურთდა სიქა-ს მოხალისეებს.რუსთავის საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო აქციის მშვიდობიანი მიმდინარეობა.

Subscribe to:
Posts (Atom)