.22 დეკემბერს რუსთავის სასამართლოში
იმიტირებული სასამართლოს ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ
რუსთავის #1 და #13 სკოლების გუნდები.
იმიტირებული სასამართლოს ტურნირი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა,
რომელსაც ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლა ახორციელებს. ტურნირში მონაწილეობა
მიიღო რუსთავის რვა საჯარო სკოლის გუნდმა. ჩვენი სკოლის გუნდი ფინალში გავიდა, თუმცა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება
წილად ხვდა რუსთავის #13 სკოლის გუდს.
გუნდებს სასამართო კაზუსების დამუშავებაში დახმარებას გვიწევდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ფილიალი და საადვოკატი ბიურო "ფოჩხუა და კომპანია"
მართალია ფინალში საბოლოო გამარჯვება ჟიურიმ ჩვენი სკოლის გუნდს არ მიანიჭა, მაგრამ ამ ტურნირში მონაწილეობამ ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება შეგვძინა.
Friday, January 4, 2013
სემინარი "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე"
სკოლის სამოქალაქო კლუბმა "მოდერნი" მონაწილეობა მივიღეთ პროექტის "მაჩუქე ღიმილი" განხორციელებაში, პროექტის მიზანი შშმ ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პროექტის იდეის ავტორი და განმხორციელებელი ჩვენი ხელოვნების მასწავლებელი თამარ ცაგურიაა.
ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანა ჭიღლაძემ ჩაგვიტარა სემინარი - დისკუსია "ცხოვრება შეზღუდვების გარეშე". სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს :
1. შეზღუდული უნარების მქონდე ადამიანების ინტეგრაცია;
2. არაადაპტირებული გარემო;
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური გააქტიურება.
სემინარს ესწრებოდნენ სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები.

Subscribe to:
Posts (Atom)