Wednesday, December 26, 2012
სტუმრად იუსტიციის სახლში
Saturday, December 15, 2012
იმიტირებული სასამართლოს მეორე ტურში მორიგი გამარჯვება მოვიპოვეთ
ჩვენმა გუნდმა კვლავ სძლია მეტოქეს და ფინალში გავიდა, სადაც შევხვდებით რუსთავის #13 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის გუნდს.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ დახმარებისა და თანადგომისათვის ჩვენი კლუბის მეურვეს - ელენე ნარიმანიძეს, იურიდიული მომსახურეობის ბიუროს "ფოჩხუა და კომპანია", საქართველოს ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ოფისის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა პროექტის ავტორს - რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეს ირინა მელქაძე-გელაშვილს.
პოსტერი 2013 წლის კალენდარისათვის
ჩვენი კლუბი "მოდერნიც" აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, კლუბის წევრებმა მოვამზადეთ პოსტერი კალენდარისათვის. იმედია ჩვენი პოსტერიც განთავსდება კალენდარში და მას მრავალი სამოქალაქო კლუბისა და თემის წევრები იხილავენ.
სამოქალაქო კლუბ "მოდერნის" წევრები მორიგი იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის ემზადებიან
როგორც იცით, ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ჩართულნი არიან ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლის საგრნატო პროექტის "კანონი დღეს" განხორციელებაში. ჩვენმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა იმიტირებული სასამართლოს პირველ ტურში. გუნდის წევრები იურიდიული ფირმა "ფოჩხუა და კომპანიას" დახმარებითა და კონსულტაციებით აქტიურად ემზადება მეორე ტურისათვის. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს!
შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში


შეხვედრაზე რუსთავის #18 საჯარო სკოლამ გააკეთა გააკეთა მათ მიერ განხორციელებული წარმატებული საგრანტო პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც სკოლაში მოეწყო რადიოკვანძი.
ვულოცავთ თანამოქალაქეების სამოქალაქო კლუბს ამ წარმატებას.
Sunday, December 9, 2012
ჩვენი სამოქალაქო კლუბი მონაწილეობას იღებს რუსთავის #12 სკოლის საგრანტო პროექტში "კანონი დღეს.
ქ.რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2012 წლის 5 დეკემბერს პროექტის ფარგლებში შედგა იმიტირებული სასამართლოს პირველი ტურის მეორე ნაწილის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ:
#1 სკოლის გუნდი - #7 სკოლის გუნდი
#2 სკოლის გუნდი - #28 სკოლის გუნდი
სხდომას მოსამართლეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, საიას სტაჟიორი შორენა ცინცაძე
გამარჯვებულება ამ ჯერად წილად ხვდა #1 და #2 სკოლების გუნდებს. სწორედ ეს სკოლები შეერკინებიან მოერე ტურში ერთმანეთს ახალი პოზიციებითა და ახალი სასამართლო დავით!
ვულოცავთ ჩვენს გუნდს მორიგ გამარჯვებს და სურვებთ წარმატებებს!
Subscribe to:
Posts (Atom)