Wednesday, June 25, 2014

                   ტრენინგი მოხალისეობის თემაზე

 
                                                                                                                                                                              20 ივნისს სიქა–ს ოფისში ჩატარდა ტრენინგი მოხალისეობის თემასთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია " ბორჯღალმა " პროექტ "მოხალისეობის ქსელის" ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდა დისკუსიის სახით. მოსწავლეებმა გაიგეს თუ რა არის მოხალისეობა, რა არის მოხალისეობის ძირითადი მახასიათებლები და რატომ უნდა გახდე მოხალისე.  ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრიც ესწრებოდა ამ ტრენინგს.



          აქცია უკრაინელი ხალხის არჩევანის სოლიდარობის ნიშნად

სიქა ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ 25 იანვარს რუსთავში გამართული აქციისა, რომელიც უკრაინელი ხალხის არჩევანის სოლიდარობის ნიშნად გაიმართა. აქცია მოეწყო ქ. რუსთავის ცენტრში. ამ აქციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმაც. 

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

   
24 აპრილს, სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო კლუბების წევრები ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. მონაწილეებმა გაიგეს ბიბლიოთეკის შექმნის, განვითარებისა და ძველი თბილისის ისტორიები.
გიდმა, ქალბატონმა ნინო გედენიძემ მონაწილეებს დაათვალიერებინა საგამოფენო დარბაზი, რომელიც დახვეწილი გემოვნებითა და არქიტექტურის რამოდენიმე მიმდინარეობის ნაზავითაა შექმნილი, ასევე დაათვალიერეს გერმანული, ფრანგული და ქართული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზები, სადაც თავმოყრილია ძალიან საინტერესო წიგნები. მიიღეს კონკრეტული რჩევები წიგნის გამოტანის შესახებ და ასევე ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ელექტრონულად მოძიების შესახებ.
მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შანსი ენახათ უძველესი ხელნაწერი და ბეჭდვითი წიგნები, რომლებიც თითო-თითო ეგზემპლიარი არის შემონახული.  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებიც იყვნენ.

                                ფოტო-გამოფენა- ,,შშმ პირთა პორტრეტები"

2014 წლის, 7 მაისს, „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”განათლება ყველასათვის - საქართველო ” ფარგლებში, ასოციაცია „ანიკასთან“ პარტნიორობით, მოაწყო ფოტო-გამოფენა. 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარების, 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პორტრეტები.გამოფენა მოინახულეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების წევრებმა, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და სხვა. დღის განმავლობაში გამოფენა 400-ზე მეტმა ადამიანმა ინახულა.  შშმ პირთა პორტრეტები მოინახულეს ასევე ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის 4-მა წევრმაც.

                               შშმ პირთა კვირეული

2014 წლის 9 მაისს, რუსთავში მერიის წინ მოედანზე, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის ”განათლება ყველასათვის - საქართველო ” ფარგლებში მოაწყო ინკლუზიური განათლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია, რომელზეც გამოიფინა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ გამზადებული თემატური პოსტერები. ამ ღონისძიებისთვის ჩვენმა სამოქალაქო კლუბის წევრებმა გააკეთეს 2 თემატური პოსტერი. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე. 

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დასკვნითი შემაჯამებლი შეხვედრა 





     19 მაისს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მოწვეული იყვნენ პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიმოიხილეს პროგრამის 4 წლიანი შედეგები პროგრამის პრიორიტეტების მიხედვით, წარმატებული სამოქალაქო კლუბებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები წარმატებული საქმიანობის შესახებ. ღონისძიების დასასრულს პროგრამის ხელმძღვანელი ორგანიზაციის PH International (Project Harmony) წარმომადგენელმა ქ-ნ თამუნა ფრუიძემ 8 სკოლას გადასცა ტექნიკის კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი
სერტიფიკატები. 8 სკოლიდან ჩვენი  სკოლა იყო ერთ-ერთი რომელმაც მიიღო  ტექნიკის კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატი.  შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი სკოლის 3 მოსწავლე. 

          18 მაისი შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღე  

18 მაისს შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ქ. რუსთავში, სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება. სიქა-ს ოფისში ჩატარდა მინი სემინარი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის 2-მა მოსწავლემ. მათ მიიღეს ინფორმაცია აივ ინფექციის  და შიდსის შესახებ, ასევე ჩაიტარეს სწრაფი ტესტი.ღონისძიება გაგრძელდა ქ.რუსთავის მერიის წინ, სადაც წითელი ფერის სანთლებით ააწყვეს და დაანთეს შიდსის სიმბოლო. ქ.რუსთავის სამოქალაქო კლებების წევრებმა და მათ შორის ჩვენმა მოსწავლეებმაც საზოგადოებაში დაარიგეს წითელი ლენტები და ფლაერები შიდსზე ინფორმაციით.