Monday, October 21, 2013

შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, ამა შეხვედრაში მონაწილეობას ჩვენი კლუბის წევრებიც იღებდნენ 
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი

Tuesday, October 1, 2013

მსოფლიო გულის დღე

28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან (სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა), ქართველ. ევროპელ EVS და ამერიკელ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად,მოაწყო აქცია "მსოფლიო გულის დღე" რომელიც პირველად ჩატარდა ქ.რუსთავში.აქციას მხარს უჭერდნენ ქ.რუსთავის მერია და საპატრულო პოლიცია.მოეწყო მარათონი სირბილში, როლიკებითა და ველოსიპედებით რბოლაში.მარათონის დასრულების შემდეგ მერიის წინ მდებარე მოედანზე მოეწყო პოსტერების გამოფენა ჯანსაღი გულის თემასთან დაკავშირებით. პოსტერები დამზადებული იყო სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ.გამოვლინდა მაყურებელთა რჩეული პოსტერი.მარათონსა  და პოსტერებში გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო ფასიანი პრიზები.კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა სკოლებთან ერთად ჩვენმა სკოლამაც მიიღო.მონაწილეობა მივიღეთ პოსტერების კონკურსში.

Tuesday, June 18, 2013

საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება



18 ივნისს  რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლაში   „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო განათლების კლუბის „მოდერნი“  საგრანტო პროექტის  „წინ აქტიური მოქალაქეობისაკენ“ შემაჯამებელი  ღონისძიება.
შეხვედრას დაესწრნენ: სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოაციის წარმომადგენლები, ქ. რუსთავის სამოქალქო განათლების კლუბების წევრები, ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები, „რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი.
სამოქალაქო კლუბ „მოდერნის“ წევრებმა და საგრანტო პროექტის ავტორმა მარიამ ყოლბაიამ გააკეთა კლუბის მუშაობის პრეზენტაცია და მიმოიხილა პროექტის მიმდინარეობის ეტაპები.
საგრანტო პროექტის ფარგლებში



კლუბის წევრებმა  გამოკითხეს თემის  წევრები თემში არსებული პრობლემების რანჟირებისათვის, ასევე დააფიქსირეს მოსახლეობის აზრი „აქტიური მოქალაქეობის შესახებ“, ჩაატარეს სანქცირებული აქცია ქალაქის ცენტრში, სადაც მათ შემოუერთად ქალაქის სხვა სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.  დაიბეჭდა და თემში დარიგდა ფლაერები აქტიური მოქალაქეობის, მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

Sunday, June 16, 2013

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან სოფო ხუციშვილთან

07.06.2013 წელი. პროექტ "წინ აქტიური მოქალაქეობისკენ" ფარგლებში კლუბის წევრებმა  განახორციელეს შეხვედრა ქ.რუსთავის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელთან  სოფო ხუციშვილთან. შეხვედრაზე მოხდა წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია. გამოკითხვა ჩატარდა თემის პრობლემების კვლევაზე და იმაზე თუ რას ნიშნავს აქტიური მოქალაქეობა. პრეზენტაციას მოჰყვა დისკუსია კლუბის წევრებსა და მოწვეულ სტუმარს შორის.

Saturday, June 15, 2013

აქცია-მსვლელობა "წინ აქტიური მოქალაქეობისკენ"

04.06.2013 წელს სამოქალაქო კლუბის პროექტ "წინ აქტიური მოქალაქეობისკენ" ფარგლებში ჩატარდა სანქცირებული აქცია სახელწოდებით ვიყოთ აქტიური მოქალაქეები.აქციას შემოუერთდა ქ.რუსთავის მე-20,მე-10, მე-7, მე-6, მე-17, სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები და მეურვეები.აქციაზე გავრცელდა ფლაერები,რომელიც ასევე პროექტის ფარგლებში იქნა დაბეჭდილი.აქციას თან ახლდა მსვლელობა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიამდე. მსვლელობის დროს კლუბის წევრები ავრცელებდნენ ფლაერებს და მოუწოდებდნენ მოსახლეობას ყოფილიყვნენ აქტიურები.



Friday, May 24, 2013

შეხვედრა ბატონ გიორგი მოსიძესთან

2013 წლის 15 მაისს კლუბი "მოდერნის" წევრები შეხვდენ "რა სად როდის" ავტორს გიორგი მოსიძეს.შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ არაერთხელ გააჟღერა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სწავლით და დაუზარელი შრომით შესაძლებელია საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, წარმატების მიღწევა საქმიანობებში.

Tuesday, April 9, 2013

სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი სსიპ რუსთავის #1 საჯარო სკოლაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 4 აპრილს ღია გაკვეთილი IXკლასში ჩაატარა რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახ.#1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ელენე ნარიმანიძემ. გაკვეთილს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თორმეტი წევრი, კერძოდ რუსთავის, გარდაბნისა და ბოლნისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ქვემო ქართლში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ხელმძღვანელი ლიანა ღუღუნიშვილი და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციიდან ქვემო ქართლში - სიქას წარმომადგენელი. საგაკვეთილო ფორმად შერჩეული იქნა შემაჯამებელი მუშაობა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოდან: ,,როგორ გავხდეთ აქტიური მოქალაქე". დამსწრე საზოგადოების გამოთქმული კომენტარების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებმა საგნის მიმართ მაღალი ინტერესი და პოზიტიური დამოკიდებულება გამოამჟღავნეს.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგსა და მოსწავლეებს პროგრამის ფარგლებში გადაეცათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.