Monday, May 5, 2014
დასუფთავების აქცია #1 სკოლაში
2014 წლის 11 აპრილს # 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშრებით. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს მესამედან-მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. სკოლის ეზო იყო დაბინძურებული, თითოეულ კლასს გამოეყო გარკვეული ტერიტორია, რომელიც უნდა დაესუფთავებინათ. მოსწავლეებმა მოიწონეს აქტივობის მიზანი და აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების აქციაში. აქტივობის შედეგად დასუფთავდა და მოწესრიგდა სკოლის ეზო.
დედამიწის საერთაშორისო დღე
25 აპრილს სიქას ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა და თემის წარმომადგენლებმა დედამიწის საერთაშორის დღე აღნიშნეს და გარემოს დასუფთავების მასშტაბური აქცია მოაწყვეს.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული იყო პლასტიკური ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
სიქას მიერ ინიცირებულ დასუფთავების ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც სიქას დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გადასცა.
აქციის ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გია არჩვაძე, რომლებმაც ორგანიზაციას და სამოქალაქო კლუბების წევრებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ შეგროვილი ნარჩენები გაიტანა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების წევრებმა მათ შორის ჩვენმა კლუბის წევრებმა, სიქა-ს უცხოელმა მოხალისეებმა და რუსთავის მოსახლეობამ.

Subscribe to:
Posts (Atom)