სამოქალაქო კლუბ „მოდერნის“ წევრებმა და საგრანტო პროექტის
ავტორმა მარიამ ყოლბაიამ გააკეთა კლუბის მუშაობის პრეზენტაცია და მიმოიხილა პროექტის
მიმდინარეობის ეტაპები.
საგრანტო პროექტის ფარგლებში
კლუბის წევრებმა გამოკითხეს თემის წევრები თემში არსებული პრობლემების რანჟირებისათვის, ასევე დააფიქსირეს მოსახლეობის აზრი „აქტიური მოქალაქეობის შესახებ“, ჩაატარეს სანქცირებული აქცია ქალაქის ცენტრში, სადაც მათ შემოუერთად ქალაქის სხვა სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. დაიბეჭდა და თემში დარიგდა ფლაერები აქტიური მოქალაქეობის, მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.